
- ქართული 93 -
2
საჭიროების შემთხვევაში მოხსენით თავსახური და დაამატეთ დამატებითი
ინგრედიენტები დასაბლენდერებლად (მაგ., წყალი ან ზეთი).
ორთქლით დამუშავების შემდეგ ყოველთვის დარწმუნდით, რომ ჯამის
თავსახური და წყლის რეზერვუარის თავსახური გაგრილდა, სანამ მათ გახსნით
და მეტ ინგრედიენტს დაამატებთ ჯამში ან წყლის რეზერვუარს დარჩენილი
წყლისგან დაცლით.
სითხეების ჩასხმის შემდეგ ჯამი არასდროს მოათავსოთ ორთქლით დამუშავების
მდგომარეობაში.
3
მოათავსეთ ჯამი სწორ ვერტიკალურ მდგომარეობაში ძრავის ბლოკზე, ანუ
თავსახური მიმართული უნდა იყოს ზემოთ. დარწმუნდით, რომ სახელური
მარჯვენა მხარესაა და მოთავსებულია ფიქსაციის არის ორ შვერილს შორის.
4
შეაბრუნეთ მართვის ღილაკი დაბლენდერების პოზიციისკენ. გააჩერეთ
ღილაკი ამ პოზიციაში, სანამ საკვები სათანადოდ არ დაბლენდერდება.
დაბლენდერების ფუნქციას 30-წამიანი წამზომი აქვს გადახურებისგან დაცვის
ფუნქციის სახით. თუ დაბლენდერებას 30 წამის განმავლობაში არ დაასრულებთ,
მოწყობილობა გამოირთვება და შეტყობინების სახით ორჯერ გამოსცემს ხმოვან
სიგნალს. 30 წამის განმავლობაში გაგრილების შემდეგ მოწყობილობა ერთხელ
გამოსცემს ხმოვან სიგნალს და შეგიძლიათ, დაბლენდერება ისევ დაიწყოთ.
შენიშვნა: თუ ინგრედიენტები ჯამის კედელს მიეკვრება, გამორთეთ
მოწყობილობა და მოსაცილებლად გამოიყენეთ სპატულა ან დაამატეთ
ცოტაოდენი სითხე.
შენიშვნა: საკვების მიწოდებამდე დარწმუნდით, რომ ჩვილისთვის განკუთვნილ
დაბლენდერებულ საჭმელს სწორი კონსისტენცია აქვს (მაგ., არ არის
ბელტოვანი).
შენიშვნა: თუ ბავშვისთვის განკუთვნილი საჭმელი მაინც მყარია, დაამატეთ
ცოტაოდენი სითხე (მაგ., წყალი), სანამ საჭმელი რბილი და გლუვი არ გახდება.
Содержание AVENT SCF870
Страница 1: ...SCF870 ...
Страница 266: ... 2022 Koninklijke Philips N V All rights reserved 12 04 2022 ...