
- ქართული 92 -
9
მართვის ღილაკი ისევ დააყენეთ „გამორთულ“ მდგომარეობაში. ცხელი
ორთქლით დამდუღვრა თავიდან რომ აიცილოთ, დაიცადეთ 2 წუთი, სანამ
ორთქლის გამომშვებიდან ორთქლის ამოსვლა არ შეწყდება.
შენიშვნა: თუ ორთქლით ინგრედიენტების ახალი პარტიის დამუშავება გსურთ,
ორთქლით ხელახლა დამუშავების დაწყებამდე 10 წუთი დაელოდეთ
მოწყობილობის გაგრილებას.
10
თუ ორთქლით დამუშავებული საკვების დაბლენდერებაზე გადასვლა გსურთ,
მიჰყევით ინსტრუქციას ქვემოთ მოცემულ სექციაში „დაბლენდერება
ორთქლით დამუშავების შემდეგ“.
11
ჩვეულებრივ პირობებში, ორთქლით დამუშავების შემდეგ წყლის
რეზერვუარში წყალი არ დარჩება. თუმცა, ზოგიერთ სიტუაციაში (მაგ., იმ
შემთხვევაში, თუ წყლის რეზერვუარში ნადები წარმოიქმნა, ორთქლით
დამუშავების პროცესი შეფერხდა ან მოწყობილობა არამიზნობრივად
გამოიყენეთ) წყლის რეზერვუარში ცოტაოდენი წყალი შეიძლება დარჩეს.
ასეთ შემთხვევაში ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად
წყლის რეზერვუარი გამოყენების შემდეგ სრულად დაცალეთ. წყლის
რეზერვუარს ნადები რომ მოაცილოთ, იხილეთ თავი „გასუფთავება და
მოვლა-შენახვა“.
დაბლენდერება ორთქლით დამუშავების შემდეგ
1
მოჰკიდეთ ხელი ჯამის სახელურს და ასწიეთ ჯამი ძრავის ბლოკიდან.
გადააბრუნეთ ჯამი და შეანჯღრიეთ, რომ საკვები დანების ბლოკზე
ჩამოიყაროს.
მხოლოდ ჯამის სახელურს შეეხეთ. ჯამის სახურავი, ძირი და გარე ზედაპირი
ცხელია.
Содержание AVENT SCF870
Страница 1: ...SCF870 ...
Страница 266: ... 2022 Koninklijke Philips N V All rights reserved 12 04 2022 ...