
- ქართული 85 -
-
აქსესუარების შეცვლამდე ან მოძრავ ნაწილებთან
მიახლოებამდე გამორთეთ მოწყობილობა და შტეკერი
გამოაძრეთ კვების წყაროდან.
-
ფრთხილად იყავით ბასრი დანებთან, ჭურჭლის დაცლისას
და მისი გასუფთავების დროს.
-
მოწყობილობა ყოველთვის გამორთეთ კვების წყაროდან,
თუ მეთვალყურეობის გარეშე ტოვებთ.
-
ბავშვებისთვის აკრძალულია მოწყობილობის გაწმენდა და
მოვლა-შენახვა.
-
ხმაურის დონე: Lc = 89 დბ(A).
უსაფრთხოების სისტემა
მოწყობილობა აღჭურვილია ჩაშენებული უსაფრთხოების საკეტით. მოწყობილობა
იფუნქციონირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძრავის ბლოკის ყველა ნაწილს
სწორად ააწყობთ. ყველა ნაწილის სწორად აწყობის შემთხვევაში ჩაშენებული
უსაფრთხოების საკეტი განიბლოკება.
მოწყობილობა ასევე აღჭურვილია გადახურებისგან დაცვის ფუნქციით. გადახურება
შეიძლება მოხდეს, თუ ორთქლით დამუშავების ორ პროცესს შორის ძალიან მოკლე
შუალედია, დაბლენდერების ფუნქცია ხანგრძლივად გამოიყენება ან ჭურჭელში
ზედმეტად ბევრი ინგრედიენტია. თუ მუშაობის დროს გადახურებისგან დაცვის
ფუნქცია მოწყობილობას გამორთავს, მართვის სახელური დააყენეთ 0-ზე და
რამდენიმე წუთის განმავლობაში გააგრილეთ მოწყობილობა. ამის შემდეგ ისევ
შეგეძლებათ მოწყობილობის გამოყენება.
ელექტრომაგნიტური ველები (ემვ)
Philips-ის ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს ყველა მოქმედ სტანდარტსა და
რეგულაციას, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ველებთან კონტაქტს ეხება.
შესავალი
მოგესალმებათ Philips Avent, და გილოცავთ ახალ შენაძენს! Philips Avent-ის მიერ
შემოთავაზებული მხარდაჭერით სრულად სარგებლობისთვის, თქვენი პროდუქტი
დაარეგისტრირეთ აქ:
www.philips.com/welcome
ეს კომბინირებული ორთქლსახარში და ბლენდერი კონკრეტულად განკუთვნილია
პატარებისთვის მცირე ულუფების ოსამზადებლად. კომბინირებული ორთქლსახარში
და ბლენდერი ყველა მშობელს დაეხმარება თავიანთი პატარებისთვის საჭმლის
მომზადებაში ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ორთქლსახარშისა და
ლენდერის ფუნქციების გამოყენებით.
Содержание AVENT SCF870
Страница 1: ...SCF870 ...
Страница 266: ... 2022 Koninklijke Philips N V All rights reserved 12 04 2022 ...