
- ქართული 89 -
წყლის რეზერვუარის შევსება
1
აავსეთ საზომი ფინჯანი წყლით საჭირო დონემდე..
საზომი ფინჯანი აჩვენებს მილილიტრებს და ორთქლზე ხარშვის შესაბამის დროს
წუთებში.
რეცეპტების რეკომენდებული ოდენობებისთვის იხილეთ რეცეპტების ცალკე
ბროშურა.
2
ჩაასხით წყალი ჩასასხმელ ღიობში და დაახურეთ თავსახური.
შენიშვნა: წყლის რეზერვუარში წყლის გარდა არაფერი მოახვედროთ.
ორთქლზე ხარშვა
თუ გარკვეული ბოსტნეული და ხილი ორთქლით მსუბუქად დამუშავდება, ისინი
იდეალურია ჩვილებისთვის, რომლებიც მყარი საკვების ჭამას იწყებენ. ორთქლით
დამუშავება საკვების მომზადების ყველაზე ჯანსაღი ხერხია, რადგან საჭმელი
ინარჩუნებს ბევრ ვიტამინსა და სხვა ჯანსაღ საკვებ ნივთიერებებს.
შენიშვნა: რეცეპტები და ამ რეცეპტებისთვის განკუთვნილი მოსამზადებელი
დროის ხანგრძლივობები შეგიძლიათ იპოვოთ რეცეპტების ცალკე ბროშურაში.
გაითვალისწინეთ, რომ რეცეპტები დაკავშირებულია ბავშვის ასაკთან.
შენიშვნა: ორთქლზე არ დაამუშაოთ გაყინული ინგრედიენტები, რადგან
მოწყობილობას არ შეუძლია გაყინული საკვების გაცხელება ორთქლზე
დამუშავებისთვის აუცილებელ ტემპერატურამდე. მოწყობილობაში ორთქლზე
დამუშავებამდე ყოველთვის გაალღვეთ გაყინული მაგარი ინგრედიენტები. ჯამში
ჩადებამდე ზედმეტი წყალი ჩამოფერთხეთ გამლღვალი ინგრედიენტებიდან.
1
დანების ბლოკი მოათავსეთ დანების ბლოკის დამჭერზე, ჯამში.
Содержание AVENT SCF870
Страница 1: ...SCF870 ...
Страница 266: ... 2022 Koninklijke Philips N V All rights reserved 12 04 2022 ...