144
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ
1
გაწმინდეთ მოწყობილობა სველი ქსოვილით. ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად
შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით სარეცხი სითხე.
2
იმისათვის, რომ ლაქები ძირიდან ადვილად და ეფექტურად მოაცილოთ, ჩართეთ
მოწყობილობა და გაცხელეთ. როდესაც მოწყობილობა გაცხელდება, გადაიტანეთ უთო
ტენიან ქსოვილზე, სანამ ორთქლის გამშვებს დააჭერთ (სურ. 15).
მინიშნება: რეგულარულად გაწმინდეთ ძირი, რათა უზრუნველყოთ გლუვი სრიალი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია - მინადუღის მოშორება
აუცილებლად უნდა შეასრულოთ მინადუღის მოშორების პროცედურა, როგორც კი EASY
DE-CALC-ის ინდიკატორი ციმციმს დაიწყებს, ხოლო მოწყობილობა უწყვეტ ხმოვან სიგნალს
გამოსცემს.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ან დაუთოების 10 სეანსის შემდეგ EASY DE-CALC-ის ინდიკატორი
ციმციმს დაიწყებს, ხოლო მოწყობილობა უწყვეტ ხმოვან სიგნალს გამოსცემს, რაც მიუთითებს
იმაზე, რომ მოწყობილობას მინადუღისგან გაწმენდა სჭირდება. დაუთოების გაგრძელებამდე
შეასრულეთ მინადუღის მოშორების შემდეგი პროცედურა.
დამწვრობის რისკის თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა გამოაერთეთ
ელექტროქსელიდან და გააგრილეთ მინიმუმ ორი საათის განმავლობაში, სანამ ნალექისგან
გაწმენდის პროცედურას დაიწყებთ.
1
კედლის როზეტიდან გამოაძვრეთ შტეკერი (სურ. 16).
2
მოწყობილობა დადეთ მაგიდის კიდესთან.
3
EASY DE-CALC-ის სარქვლის ქვემოთ მოათავსეთ ფინჯანი (არანაკლებ 350 მლ
მოცულობისა) და სარქველი დაატრიალეთ საათის ისრის მოძრაობის საპირისპირო
მიმართულებით (სურ. 17).
4
მოხსენით EASY DE-CALC-ის სარქველი და მინადუღის ნაწილაკებიანი წყალი ჩაასხით
ფინჯანში (სურ. 18).
5
როცა მოწყობილობიდან წყალი გამოსვლას შეწყვეტს, EASY DE-CALC-ის სარქველი ჩასვით
და დასამაგრებლად საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით დაატრიალეთ. (სურ. 19)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ძირის გაწმენდა
მინადუღისგან
თუ EASY DE-CALC-ის ფუნქციას რეგულარულად არ იყენებთ, მინადუღის ნაწილაკები ძირში
შეიძლება დაგროვდეს და დაუთოების დროს ყავისფერი ლაქები შეიძლება დატოვოს. ასეთ
სიტუაციაში აუცილებელია ძირის გასუფთავება მინადუღისგან, როგორც ეს ქვემოთაა
აღწერილი. ძირის უკეთ გასაწმენდად ამ პროცედურის ორჯერ გამეორებას გირჩევთ.
დამწვრობის რისკის თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა გამოაერთეთ
ელექტროქსელიდან და გააგრილეთ მინიმუმ ორი საათის განმავლობაში, სანამ
მინადუღისგან ძირის გასუფთავებას დაიწყებთ.
1
კედლის როზეტიდან გამოაძვრეთ შტეკერი (სურ. 16).
2
მოწყობილობა დადეთ მაგიდის კიდესთან.
3
დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარი ცარიელია.
4
EASY DE-CALC-ის სარქვლის ქვემოთ მოათავსეთ ფინჯანი (არანაკლებ 350 მლ
მოცულობისა) და სარქველი დაატრიალეთ საათის ისრის მოძრაობის საპირისპირო
მიმართულებით (სურ. 17).
5
მოხსენით EASY DE-CALC-ის სარქველი და მინადუღის ნაწილაკებიანი წყალი ჩაასხით
ფინჯანში (სურ. 18).
6
მოწყობილობა დაიკავეთ ისე, რომ EASY DE-CALC-ის ნახვრეტი ზემოთ იყურებოდეს.
ნახვრეტში ჩაასხით 900 მლ გამოხდილი წყალი (სურ. 20).
Summary of Contents for PerfectCare Elite GC9600 Series
Page 170: ......