44
45
G
EO
ამ ინსტრუქციაში ილუსტრაციები მხოლოდ ცნობის სახითაა მოცემული. გთხოვთ, იხელმძღვანელოთ აქტუალური პროდუქტით.
სილიკონის უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი, სილიკონის სამასაჟე ბალიში და მილი ცვეთადი ნაწილებია. თუ შეამჩნევთ, რომ გაცვდა, ან
დაიხა, შეიძინეთ სათადარიგო დეტალები ლიცენზირებული გამყიდველისგან.
უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი ფრთხილად გარეცხეთ და არ დაუშვათ მასში საკვების გაშრობა.
შენიშვნა!
შენიშვნა! უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი ყოველთვის მის მრგვალ ფუძეზე ორი თითის მოჭიდებით მოხსენით. არასოდეს მოეჭიდოთ
სარქველის წვერს, რადგან ის შეიძლება დაზიანდეს და შეასუსტოს გამოწველის სიმძლავრე.
კონტროლის პანელი ნახ. 2
1. დვრილების კორექციის რეჟიმი / ნაზალური ასპირატორის
რეჟიმი
2. სიმძლავრის მატება
3. ვაკუუმის დონის ინდიკატორი
4. სიმძლავრის კლება
5. გამოწველის სიხშირის ინდიკატორი (მაღალი, საშუალო,
დაბალი)
6. რეჟიმის ღილაკი (სტიმულაცია, გამოწველა, ბიონიკური)
7. ერთმაგი ან ორმაგი რეჟიმის ღილაკი
8. ჩართვა/გამორთვის ღილაკი
9. რეჟიმის ინდიკატორი (სტიმულაცია,
გამოწველა, ბიონიკური)
10. სიმძლავრის მატება
11. ვაკუუმის დონის ინდიკატორი
12. სიმძლავრის კლება
13. ელემენტის ინდიკატორი
14. მუშაობის დროის ინდიკატორი
15. რძის გამოსაწველის / ასპირატორის
რეჟიმი
16. სიხშირის ღილაკი
17.პაუზა
1.ON/OFF ღილაკი
: ხელსაწყოს ჩასართავად, ან გამოსართავად დააჭირეთ ხელი ამ ღილაკს და დაახლოებით 2 წამი გეჭიროთ.
2. რეჟიმის შეცვლის ღილაკი:
რეჟიმის შესაცვლელად ღილაკს ერთხელ დააჭირეთ.
შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი შემდეგი რეჟიმებიდან:
• სტიმულაციის რეჟიმი ასტიმულირებს რძის გამოდინებას და გამოწველის 9 სიმძლავრე აქვს. სტიმულაციის რეჟიმში 2 წუთით მუშაობის შემდეგ
გამოსაწველი ავტომატურად გადადის გამოწველის რეჟიმის პირველ სიმძლავრეზე. სტიმულაციის, ან გამოწველის რეჟიმების შეცვლა ნებისმიერ
დროს ღილაკზე ხელის დაჭერით შეგიძლიათ.
• გამოწველის რეჟიმი უშუალოდ რძის გამოწველას ემსახურება. ამ რეჟიმში ასევე 9 სიმძლავრიდან ერთ-ერთის არჩევა შეგიძლიათ.
• ბიონიკური რეჟიმი ბავშვის მიერ ძუძუს წოვის პროცესის იმიტაციაა. ის სტიმულაციისა და გამოწველის რეჟიმების კომბინაციას წარმოადგენს და
მათი მონაცვლეობით მუშაობს. ასევე მასაც აქვს 9 სიმძლავრე.
3. პაუზა
:დააჭირეთ ხელი ხელსაწყოს მუშაობის შესაჩერებლად და ხელახლა - მუშაობის გასაგრძელებლად. პაუზის ღილაკზე თითის დაჭერიდან
3 წუთს შემდეგ ხელსაწყო ავტომატურად გამოირთვება.
4. გამოწველის ძალა: შეგიძლიათ დააჭიროთ “^” -ს გამოწველის ძალის გასაზრდელად, ან “v” -ს - მის შესამცირებლად. შეგიძლიათ თითოეული
ძუძუსთვის განსხვავებულად არეგულიროთ გამოწველის ძალა.
5. სიხშირის ღილაკი
: ხელმისაწვდომია გამოწველის სიხშირის 3 დონე (დაბალი, საშუალო და მაღალი სიხშირე). ავტომატურად ირთვება
საშუალო სიხშირე.
6. ერთმაგი/ორმაგი რეჟიმი: დააჭირეთ ხელი
ღილაკს, რათა აირჩიოთ ერთი, ან ორივე ძუძუს გამოწველის რეჟიმი. თუ რძის გამოწველა
ერთდროულად ორივე ძუძუდან გინდათ, შეაერთეთ მილი და მეორე კომპლექტი გამოსაწველის მექანიზმზე არსებულ პორტს, რომელიც ასეთი
ნიშნითაა მარკირებული
7. ბრტყელი დვრილების კორექციის რეჟიმი: ეფექტურად სტიმულირებს ჩაბრუნებულ დვრილებს. ბრტყელი დვრილების კორექციის რეჟიმის
ჩასართავად დააჭირეთ ხელი
ღილაკს. ამ რეჟიმში შეგიძლიათ არეგულიროთ გამოწველის დონე 1-დან 3-მდე.
აწყობის წესი ნახ. 3
NOTE! გამოსაწველის აწყობისა და დაშლის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რათა მისი დეტალები არ დააზიანოთ.
1. მოათავსეთ სილიკონის სამასაჟე ბალიში (ნახ. 1a) ძაბრში. გადაჭიმეთ მისი კიდეები ძაბრის კიდეებზე (ნახ. 1b), რათა მას მჭიდროდ მოერგოს.
2. მოათავსეთ დიაფრაგმა (ნახ. 1c) კორპუსის ზედა ნაწილში არსებულ ჭიქაში (ნახ. 1b) ისე, რომ ზუსტად ჩაჯდეს. დააჭირეთ თითები დიაფრაგმის
კიდეებს, შემდეგ კი სახურავი დაახურეთ. (ნახ. 1d).
3. მოათავსეთ სარქველი (ნახ. 1e) გამოსაწველის კორპუსის შიგნით არსებულ ხვრელში (ნახ. 1b) მასზე ბოლომდე მიწოლის გზით. მიახრახნეთ ბოთლს
ადაპტერი (ნახ. 1f). ბოთლი ადაპტერით მიახრახნეთ გამოსაწველის კორპუსს (ნახ.1b), რომ ერთი მთლიანობა წარმოიქმნას.
4. შეართეთ მილის ერთი ბოლო (ნახ. 1i+h) სახურავთან (ნახ. 1d) და მეორე ბოლო (ნახ. 1i+h) გამოსაწველის ბლოკთან (ნახ. 1j). დარმწუნდით, რომ მილი
ახლართული არ არის.
5. მოარგეთ ძაბრს ხუფი (ნახ. 1g). ხელსაწყო მზადაა გამოსაყენებლად.
შენიშვნა! პირველი გამოყენების წინ ელემენტი ბოლომდე დატენეთ. გამოსაწველს აქვს მრავალჯერადი გამოყენების ლითიუმ-იონური ელემენტი
და არ საჭიროებს AA ტიპის ელემენტებს, ან დენის წყაროსთან მუდმივ კავშირს. მას შემდეგ, რაც ბოლომდე დაიტენება, ელემენტის დაზიანების
აღსაკვეთად, შეწყვიტეთ დატენა. ელემენტის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად არ დაცალოთ ის ბოლომდე.
ელემენტი იტენება დენის წყაროს ადაპტერის მეშვეობით. ელემენტის დასატენად სადენის ერთი ბოლო შეაერთეთ გამოსაწველთან და მეორე ბოლო
ადაპტერთან. შემდეგ ადაპტერი შეაერთეთ შტეფსელში. გამოსაწველის ელემენტის სრულად დასატენად საჭიროა დაახლოებით 180 წუთი.
დაახლოებით 180 წუთი. როცა
ელემენტი ბოლომდეა დატენილი, მისი LED ინდიკატორი აღარ ციმციმებს. გამოსაწველი ნებისმიერ დროს შეიძლება დატენოთ. არ უნდა დაელოდოთ,
როდის დაიცლება ბოლომდე ელემენტი. სრულად დატენილი ელემენტით გამოსაწველი დაახლოებით 180 წუთი მუშაობს
180 წუთი მუშაობს.
გამოსაწველს ჩაშენებული აქვს ტაიმერი და უწყვეტი მუშაობის 30 წუთის შემდეგ ავტომატურად ითიშება. თუ ხელსაწყოს ხელახლა ჩართვა გინდათ,
დააჭირეთ თითი ON/OFF ღილაკს.
გამოყენების წესი
ყოველი გამოყენების წინ:
• კარგად დაიბანეთ ხელები.
• დარმწუნდით, რომ გამოსაწველი წინასწარ გარეცხილი და გამშრალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში იხილეთ ნაწილი „რეცხვა და სტერილიზაცია“.
• დარმწუნდით, რომ სილიკონის მილში არ არის ჭუჭყი, სითხე, ან ტენი. არასოდეს ჩართოთ გამოსაწველი, თუ სილიკონის მილში წყალს შენიშნავთ.
შენიშვნა! წყლის გამოსადევნად არ ჩაბეროთ პირით სილიკონის მილს.
მოირგეთ ძუძუზე გამოსაწველი იმგვარად, რომ დვრილი ძაბრში ღრმად მოათავსოთ (ზუსტად ცენტრში).
შენიშვნა! სილიკონის ბალიში მკერდს მჭიდროდ უნდა ებჯინებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწველის ძალა შემცირდება.
1. მოხერხებულად დაჯექით.
2. დარმწუნდით, რომ გამოსაწველის ელემენტი დატენილია.
3. გამოწველის დასაწყებად შეეხეთ ON/OFF ნიშანს. როცა პირველად იყენებთ, გამოსაწველი ირთვება სტიმულაციის რეჟიმში გამოწველის პირველ
სიმძლავრეზე. სტიმულაციის ფაზაში 2 წუთით მუშაობის შემდეგ ხელსაწყო ავტომატურად გადაერთვება გამოწველის ფაზაზე (პირველ დონეზე).
გამოსაწველი აღჭურვილია ტაიმერით, რათა გამოწველის სეანსის ხანგრძლივობა აკონტროლოს. 30 წუთის განმავლობაში გამოყენების შემდეგ
ხელსაწყო ავტომატუარდ გამოირთვება.
4. შეგიძლიათ აირჩიოთ რეჟიმებიდან ერთ-ერთი. სტიმულაციის ფაზაში 2 წუთით მუშაობის შემდეგ ხელსაწყო ავტომატურად გადაერთვება
გამოწველის ფაზაზე (პირველ დონეზე).
5. რძის გამოწველას რომ დაასრულებთ, დაშალეთ ხელსაწყო. გარეცხეთ მისი დეტალები ნაწილ „რეცხვა და სტერილიზაციის“ მიხედვით.
შენიშვნა!
შენიშვნა! სილიკონის მილი კონექტორებით, დენის წყაროს ადაპტერი და USB სადენი არ უნდა გარეცხოთ და გაასტერილოთ. გაწმინდეთ ნაჭრით.
შენიშვნა!
შენიშვნა! სანამ გამოსაწველს მკერდიდან მოიშორებთ, დარწმუნდით, რომ ის გამორთულია. თუ აუცილებელია, შეგიძლიათ გამოსაწველი გამოწველის
პროცესშიც მოიშოროთ მკერდიდან თითის ძუძუსა და ბალიშს შორის მოთავსებით (ისე, როგორც ბავშვს ართმევთ ძუძუს).
რეცხვა და სტერილიზაცია
დაშალეთ ხელსაწყო. პირველი გამოყენების წინ და ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ყველა დეტალი, რომელიც უშუალო შეხებაშია რძესთან:
დიაფრაგმის ხუფი (ნახ. 1.d), დიაფრაგმა (ნახ. 1.c), გამოსაწველის კორპუსი ძაბრით (ნახ. 1.b), სილიკონის სამასაჟე ბალიში (ნახ. 1.a), ძაბრის ხუფი (ნახ.
1.g), სილიკონის უკუდინების საწინააღმდეგო სარქველი (ნახ. 1.e), ბოთლის ადაპტერი (ნახ. 1.o) და ბოთლი (ნახ. 1.f), თბილ წყალში რბილი სარეცხი
საშუალების გამოყენებით და სტერილიზაციის მიზნით მოათავსეთ 5 წუთით მდუღარე წყალში. გამოყენების წინ გულდასმით გააშრეთ ყველა
დეტალი.
შენიშვნა!
შენიშვნა! არ დატოვოთ დეტალები სასტერილიზაციო ჭურჭლის ძირში. დაზიანების აღკვეთის მიზნით სტერილიზაციის პროცესში ურიეთ წყალს.
რძესთან შეხებაში მყოფი სილიკონის დეტალები, ანუ დიაფრაგმა (ნახ. 1.c), სილიკონის სამასაჟე ბალიში (ნახ. 1.A) და სილიკონის უკუდინების
საწინააღმდეგო სარქველი (ნახ. 1.e) ელექტრო სტერილიზატორშიც შეგიძლიათ გაასტერილოთ.
როგორ გავასტერილოთ საწოვარა?
როგორ გავასტერილოთ საწოვარა?
პირველი გამოყენების წინ და ყოველი შემდგომი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ყველა ნაწილი და გაასტერილეთ მდუღარე წყალში 5 წუთით
მოთავსების გზით. მდუღარე და ხისტმა წყალმა შესაძლოა წარმოქმნას ნალექის ეფექტი. ყველა ნაწილი გარეცხეთ სუფთა წყლით იმ ადგილების
ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვების ნაწილებისთვის შეღწევადი. გამოყენების შემდეგ გაათავისუფლეთ საწოვაა და ბოთლი
საკვების ნარჩენებისგან, გაავლეთ, გარეცხეთ და გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში ან მდუღარე წყალში. ბოთლი შეგიძლიათ
გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60
°C
). საწოვარას მოთავსებას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გირჩევთ, ძლიერმა ქიმიურმა სარეცხმა
საშუალებებმა/დეტერგენტებმა ის შესაძლოა დააზიანოს. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები. შეამოწმეთ საწოვარა ყოველი
გამოყენების წინ, გაქაჩეთ ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები. გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
არ მოუჭიროთ ბოთლს რგოლი ძლიერად, ამით შესაძლოა დაირღვეს საწოვარას ვენტილაცია. ყოველთვის შეამოწმეთ, ჟონავს თუ არა ბოთლიდან
საკვები. არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ
მიკროტალღურ ღუმელში გაცხელების დროს. ყოველთვის მოურიეთ ამგვარად გაცხელებულ საკვებს, რათა ტემპერატურა მასში თანაბრად
გადანაწილდეს. ბავშვისთვის მიცემამდე ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. გახსოვდეთ, რომ თუ ბოთლით საკვებს მიკროტალღურ
ღუმელში აცხელებთ, ბოთლი ყოველთვის თავღია უნდა იყოს. არ მოათავსოთ პროდუქტი ცხელ ღუმელში, ან გაზის/ელექტრო ქურაზე. არ
დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, სითბოს წყაროს სიახლოვეს, ან სასტერილიზაციო ხსნარებში მითითებულზე დიდი ხნით; ეს
ყველაფერი საწოვარას აზიანებს. გირჩევთ, გამოყენებიდან მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ საწოვარა ჩაანაცვლოთ ახლით. შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო
გამოყენებისთვის. ბოთლი დამზადებულია პოლიპროპილენისგან. პარტიის კოდი მითითებულია შეფუთვაზე.
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
გაფრთხილებთ!
გაფრთხილებთ!
სითხეების ხანგრძლივად საწოვარით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარიესი.
კვების წინ ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა.
გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
თუ არ იყენებთ, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ბავშვის მოგუდვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად არასოდეს მიამაგროთ თასმებს, ლენტებს და ტანსაცმლის თავისუფალ ნაწილებს.
არასოდეს გამოიყენოთ საწოვარა მატყუარას დანიშნულებით.
პროდუქტი გამოიყენეთ მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობით.
გაფრთხილებთ!
გაფრთხილებთ!
• არ გამოიყენოთ ხელსაწყო დანიშნულებით, რომელიც ამ ინსტრუქციაში მითითებული არაა.
• არ მოათავსოთ პროდუქტი ცეცხლის წყაროს სიახლოვეს.
• გამოსაწველის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ის სწორად არის აწყობილი.
• თუ ძუძუში, ან დვრილზე დისკომფორტს გრძნობთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ხელსაწყოს გამოყენება.
• ხელსაწყოს გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.
• შეინახეთ ხელსაწყო ჩვილებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
• დაზიანების თავიდან ასაცილებლად ხელსაწყო არ დააგდოთ ძირს და არაფერი ჩაარტყათ.
• ხელსაწყოს დეტალებს მდუღარე წყალში სტერილიზაციის შემდეგ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, ეგრევე შიშველი ხელით ნუ შეეხებით.
• არ გაყიდოთ გამოყენებული ხელსაწყო.
რძის შენახვა
1. რძეში მიმდინარე აქტიური ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესების გამო ძალზე მნიშვნელოვანია შენახვისას ტემპერატურის
მუდმივობის შენარჩუნება.
2. გამოწველილი რძე შეინახეთ ბოთლებში, სპეციალურ პაკეტებში, ან დახუფულ კონტეინერებში (რომლებიც გამოყენების წინ უნდა გაასტერილოთ).
3. თითოეულ კონტეინერზე მიუთითეთ თარიღი.
4. გაყინეთ მხოლოდ ახლადგამოწველილი რძე. კონტეინერი ბოლომდე არ გაავსოთ, რადგან გაყინული რძე მოცულობაში იზრდება.
5. დედის რძე ისევე შეგიძლიათ გააცხელოთ, როგორც ნებისმიერი სხვა საკვები (მაგრამ არასდროს მიკროტალღურ ღუმელში, რადგან მან შეიძლება
დაშალოს ფასეული საკვები ნივთიერებები და ანტისხეულები).
6. გაყინული რძე შეგიძლიათ გაალღვოთ ღამის განმავლობაში მაცივარში მოთავსებისთ, შემდეგ კი ნელ-ნელა გაათბოთ ბოთლის გამათბობელში, ან
ცხელ წყალში.
7. გალღვობის შემდეგ კონტეინერი შეანჯღრიეთ, ან მოურიეთ რძეს, რომ მისგან გამოყოფილი ცხიმის ნაწილაკები რძის დანარჩენ მოცულობას
შეერიოს.
8. არ შეინახოთ რძე მაცივრის კარზე არსებულ თაროებზე.
9. არასოდეს გაყინოთ ხელახლა ერთხელ უკვე გამღვალი რძე.
10. არ დაამატოთ ახლადგამოწველილი რძე გამღვალ რძეს.
11. არ დაამატოთ ახლადგამოწველილი რძე გაყინულ რძეს.
12. არასოდეს გააცხელოთ დედის რძე ხარშვის, ან მიკროტალღურ ღუმელში მოთავსების გზით.
13. კვების წინ ყოველთვის შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა.
რძის გამოუყენებელი ნარჩენები გადაღვარეთ.
რძის მდგომარეობა
ტემპერატურა (°C)
შენახვის რეკომენდებული დრო
ახლადგამოწველილი რძე
+4°C
96 საათამდე
+4°C-დან +15°C-მდე
მაქსიმუმ 24 საათი
+19°C-დან +25°C-მდე (ოთახის ტემპერატურა)
ოპტიმალურად 4 საათამდე
+25°C-დან +37°C-მდე
მაქსიმუმ 4 საათამდე
გაყინული რძე
-20°C
ოპტიმალურად 3-6 თვე
გამღვალი რძე
+4°C
24 საათამდე (სრული გალღობიდან)
+25°C-დან +37°C-მდე
4 საათამდე
12_212reb_instrukcja_laktator_elektr_double_ms001.indd 44-45
12_212reb_instrukcja_laktator_elektr_double_ms001.indd 44-45
04.11.2022 14:26:32
04.11.2022 14:26:32