ქართული ენა
ჩაცმასთან დაკავშირებული რჩევები
დილით ადგომისთანავე ჩაიცვით წინდები, სანამ თქვენი ფეხები ჯერ კიდევ
არ არის შეშუპებული. არ აქაჩოთ წინდები წებოვანი მხრიდან ან მეორე
ბოლოდან ზემოთ, არამედ, ხელებით გადაიტანეთ იგი ზემოთ. იმისათვის, რომ
დაიცვათ ქსოვილი და გაგიადვილდეთ ჩაცმა, რეკომენდებულია გამოიყენოთ
საყოფაცხოვრებო რეზინის ხელთათმანები. ძვირფასეულობამ და გრძელმა
ფრჩხილებმა შესაძლოა დააზიანონ წინდები. ყურადღება მიაქციეთ, რომ ატაროთ
შესაბამისი ფეხსაცმელი და რეგულარულად მოუაროთ ფეხს. გამოჰკითხეთ
თქვენს სპეციალისტს Ofa Grip-ის სპეციალურ ხელთათმანებსა და Ofa Fit
Magnide-ს შესახებ, ასევე Ofa Bamberg-ის ღია და დახურული ბოლოების მქონე
წინდების გახდის და ჩაცმის დამხმარე პრაქტიკულ საშუალებებზე. Ofa Fit Magnide
არის განსაკუთრებული, სრიალა ზამშის მასალისგან შექმნილი და საშუალებას
აძლევს ქსოვილს მსუბუქად ჩასრიალდეს ფეხზე.
წებოვანი ლენტებიანი წინდები არ უნდა იყოს
კონტაქტში გამხსნელებთან, მალამოებთან,
ცხიმის საწინააღმდეგო დასაბან ლოსიონებთან
და ტანის კრემებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში,
წებოვანი ლენტების სიძლიერე შესაძლოა
პერმანენტულად დაზიანდეს (მშრალმა კანმა
და სხეულის თმამ ასევე შეიძლება შეზღუდოს
წებოვანი ლენტების ფუნქცია). შეინახეთ
წინდები მზისგან და სიცხისგან დაცულ ადგილას,
შეძლებისდაგვარად ორიგინალ შეფუთვაში.
გთხოვთ გარეცხოთ პროდუქტი
შიგნიდან გარეთ ამობრუნებულ
პოზიციაში და არ გამოიყენოთ
ქსოვილის დამარბილებელი!
მსუბუქი რეცხვა
არ გამოიყნოთ მათეთრებელი
მარტივად გააშრეთ
არ გააუთოვოთ
არ გამოიყენოთ ქიმიური
საშუალებები
მასალის შემადგენლობა
გამოყენებულ იქნა პოლიამიდი
(Polyamid), ელასტანი (Elastan)
და ზოგიერთ პროდუქტში, ასევე,
ბამბა (Baumwolle). დეტალური
ინფორმაციისთვის, თქვენს წინდაზე
იხილეთ ქსოვილის ეტიკეტი.
ჩასაცმელად
გადმოაბრუნეთ წინდა
მთელი ფეხის სიგრძეზე.
წინდის ფეხის წვერის
ნაწილი გადაიტანეთ ფეხის
თითებზე და შემდეგომ ნელ-
ნელა ზევით აწიეთ.
ახლა ფეხის ნაწილი
ფრთხილად გადაიტანეთ
თქვენი ქუსლის ზემოთ.
ეცადეთ წინდები წებოვანი
მხრიდან ან მეორე
ბოლოდან ზემოთ ძალიან
არ აქაჩოთ.
წინდის დარჩენილი
ნაწილი თანაბრად ასწიეთ
ზემოთ, ისე, რომ ძალიან
არ დაიჭიმოს. საბოლოოდ,
გადაანაწილეთ წინდა
ფეხზე ისე, რომ ნაოჭებს
არ იკეთებდეს.
ჩაცმის ინსტრუქცია, თითებთან დახურული დაბოლოება
1
2
3
Ofa-ს მაშველით
შეგიძლიათ გაცილებით
გაიმარტივოთ ღია
დაბოლოების მქონე
წინდების ჩაცმის პროცესი.
ჩააცურეთ ფეხი მაშველში
ისე, რომ მან ზემოთ
ქუსლამდე მიაღწიოს.
შემდგომ ისე აიწიეთ
წინდა, რომ ქუსლი სწორ
ადგილას მოხვდეს. Ofa-ს
მაშველით ეს გაცილებით
მარტივია.
მაშველის გასახდელად
ზემოთ ასწიეთ წინდის
წინა ნაწილი.
შემდგომ მაშველი მოქაჩეთ
თითებისკენ წინ.
შემდგომ კი წინდის ზემოთ
აწეული ნაწილი გაასწორეთ
და შესაბამისად, ისევ
წინ ჩააცურეთ. შემდგომ
თანაბრად მოქაჩეთ
წინდის მეორე ბოლო
ზემოთ ისე, რომ ძალიან
არ დაიჭიმოს. საბოლოოდ,
გადაანაწილეთ წინდა
ფეხზე ისე, რომ ნაოჭებს არ
იკეთებდეს.
ჩაცმის ინსტრუქცია, თითებთან ღია დაბოლოება
1
2
3
4
5
60 | 61
Содержание Lastofa baumwolle
Страница 70: ...Notizen Notes Note Notes ...