49
48
გამოყენების წესი
გთხოვთ, სტერილიზატორის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქცია. შეინახეთ იგი
სამომავლო გამოყენებისთვის, რადგან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
გამოსაყენებლად ძალიან მოსახერხებელი და ეფექტური LOVI-ს ელექტრო ორთქლის
სტერილიზატორი და საშრობი საშუალებას გაძლევთ, ჭურჭლის მაქსიმალურ ჰიგიენას 10 წუთში
მიაღწიოთ. მისი მეშვეობით ერთდროულად სხვადასხვა ზომის 4 ბოთლის გასტერილებას შეძლებთ.
ხელსაწყოს ნაწილები
A - სახურავის სახელური
B - გამჭვირვალე სახურავი სავენტილაციო ხვრელებით
C - ლანგარი აქსესუარებისთვის
D - ძირითადი კონტეინერი სტერილიზაციის/გასაშრობისთვის
E - კორპუსის ფუძე გამახურებელი თეფშითა და სადენით
F - გამახურებელი თეფში
G - ხელსაწყოში მოხვედრილი ჭუჭყისგან დასაცავი ფილტრი
H - ეკრანი
პირველი გამოყენების წინ
•
მოაშორეთ პროდუქტს პოლიეთილენის შეფუთვა. მოგუდვის რისკის თავიდან ასაცილებლად,
პოლიეთილენის პაკეტი გქონდეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
•
პირველი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ ხელსაწყოს შიდა ნაწილი და ყველა დეტალი თბილი
წყლითა და რბილი სარეცხი საშუალებით (არ ჩაძიროთ წყალში ხელსაწყოს კორპუსი) და ჩვრით
გაამშრალეთ. პირველი სტერილიზაცია ცარიელ ხელსაწყოში უნდა მოხდეს, რათა მისი შიდა ნაწილი
გასტერილდეს.
•
გამახურებელ თეფშზე (F) დაასხით 100 მლ წყალი (გირჩევთ, ანადუღარი წყალი გამოიყენოთ, რათა
თავიდან აიცილოთ ხელსაწყოს დეტალებზე ნალექის წარმოქმნა).
•
მთავარი კონტეინერი (D) მოათავსეთ ფუძის ნაწილში (E), შემდეგ კი ჩადგით შიგნით აქსესუარების
ლანგარი და დაახურეთ თავსახური (B).
•
შეაერთეთ ხელსაწყო დენის წყაროში. გაიგებთ წრიპინის ხმას და ეკრანზე გამოჩნდება --. დააჭირეთ
ხელი სტერილიზაციის გაშვების ღილაკს . ეკრანზე დაიწყება 10 წუთის უკუთვლა.
•
სტერილიზაციის დასრულებისას ხელსაწყო სამჯერ დაიწრიპინებს. დროის თვლა შეჩერდება.
•
დააცადეთ ხელსაწყოს გაგრილება, მინიმუმ 3 წუთი მაინც. შემდეგ გამოაერთეთ სადენი დენის
წყაროდან და ახადეთ სახურავი (B).
•
ამოიღეთ მთავარი კონტეინერიდან ლანგარი. ნალექის წარმოქმნის აღსაკვეთად სტერილიზატორის
ყველა ნაწილი გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
გამოყენების წესი - სტერილიზაციის რეჟიმი
•
•
მნიშვნელოვანია!
მნიშვნელოვანია! სტერილიზაციის დაწყების წინ ყველა ელემენტი გარეცხეთ იმ წესის დაცვით,
რომელსაც მათი მწარმოებელი მიუთითებს და კარგად გაავლეთ.
•
გააცალკევეთ ყველა დეტალი: მოხსენით ბოთლებს საწოვარა, ხუფი, დამლუქავი რგოლი და ა. შ.
•
გამახურებელ თეფშზე (F) დაასხით 100 მლ წყალი (გირჩევთ, ანადუღარი წყალი გამოიყენოთ, რათა
თავიდან აიცილოთ ხელსაწყოს დეტალებზე ნალექის წარმოქმნა).
•
მთავარი კონტეინერის (D) ფსკერზე სპეციალურ ნიშნულებში მოათავსეთ უკუღმა 4 ბოთლი.
აქსესუარების ლანგარი (C) გასასტერილებელ აქსესუარებთან ერთად შეგიძლიათ მოათავსოთ
ცენტრში, ბოთლებს შორის. თუ ლანგარს არ გამოიყენებთ, მაშინ სტერილიზატორში დამატებით 1-2
ბოთლი ჩაეტევა. საგნების მოთავსებისას დარწმუნდით, რომ ორთქლი მათ შორის თავისუფლად
იმოძრავებს. სტერილიზატორს დაახურეთ თავსახური (B).
•
შეაერთეთ ხელსაწყო დენის წყაროში. გაიგებთ წრიპინის ხმას და ეკრანზე გამოჩნდება --. დააჭირეთ
ხელი სტერილიზაციის გაშვების ღილაკს . ეკრანზე დაიწყება 10 წუთის უკუთვლა.
• •
არასოდეს ახადოთ სახურავი სტერილიზატორს მუშაობის პროცესში. გახსოვდეთ, რომ მასში
არასოდეს ახადოთ სახურავი სტერილიზატორს მუშაობის პროცესში. გახსოვდეთ, რომ მასში
ადუღებული წყალი და ორთქლია.
ადუღებული წყალი და ორთქლია.
•
სტერილიზაციის დასრულებისას ხელსაწყო გამოირთვება და სამჯერ დაიწრიპინებს.
•
დააცადეთ ხელსაწყოს გაგრილება, მინიმუმ 3 წუთი მაინც. შემდეგ გამოაერთეთ სადენი დენის
წყაროდან და ახადეთ სახურავი (B).
•
ამოიღეთ მთავარი კონტეინერიდან ლანგარი, ბოთლები და ყველა აქსესუარი. ნალექის წარმოქმნის
აღსაკვეთად სტერილიზატორის ყველა ნაწილი გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
რობის რეჟიმი
•
სტერილიზაციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ გაშრობის რეჟიმი. ამისათვის დააჭირეთ ხელი
. შეგიძლიათ აირჩიოთ გაშრობის 3 რეჟიმიდან ერთ-ერთი: 10, 30 და 50 წუთიანი. ნიშანზე ხელის
ერთი დაჭერით დაეწერება „50”. გაშრობის დროის შესაცვლელად დააჭირეთ ნიშანს ხელახლა და
გაჩნდება „10”, შემდეგი დაჭერით კი „30”. პროცესის დასრულებისას ხელსაწყო გამოირთვება და
სამჯერ დაიწრიპინებს.
•
დააცადეთ ხელსაწყოს გაგრილება, მინიმუმ 3 წუთი მაინც. შემდეგ გამოაერთეთ სადენი დენის
წყაროდან და ახადეთ სახურავი (B). ამოიღეთ მთავარი კონტეინერიდან ლანგარი, ბოთლები და
ყველა აქსესუარი. ნალექის წარმოქმნის აღსაკვეთად სტერილიზატორის ყველა ნაწილი გაწმინდეთ
მშრალი ჩვრით.
ავტომატური რეჟიმი
•
შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომატური სტერილიზაციისა და გაშრობის რეჟიმი
AUTO
. ხელსაწყოს
მუშაობის ეტაპები მითითებულია ნიშნულებით ჯერ , შემდეგ კი გაშრობა . მთელ
პროცესს დაახლოებით 60 წუთი ჭირდება. დასრულებისას ხელსაწყო გამოირთვება და სამჯერ
დაიწრიპინებს. დააცადეთ ხელსაწყოს გაგრილება, მინიმუმ 3 წუთი მაინც. შემდეგ გამოაერთეთ
სადენი დენის წყაროდან და ახადეთ სახურავი (B). ამოიღეთ მთავარი კონტეინერიდან ლანგარი,
ბოთლები და ყველა აქსესუარი. ნალექის წარმოქმნის აღსაკვეთად სტერილიზატორის ყველა
ნაწილი გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
ოველი გამოყენების შემდეგ
•
დააცადეთ ხელსაწყოს გაგრილება, მინიმუმ 3 წუთი მაინც. შემდეგ გამოაერთეთ სადენი დენის
წყაროდან და ახადეთ სახურავი (B).
•
არ ამოიღოთ სტერილიზატორიდან ცხელი ნივთები.
•
გასტერილებულ ნივთებთან შეხებამდე, გულდასმით დაიბანეთ ხელები.
•
თუ საჭიროა, გადმოღვარეთ აქსესუარებიდან წყლის ნარჩენები, სანამ მათ ააწყობთ.
•
ამოღებული ჭურჭელი მაშინათვე უნდა გამოიყენოთ/ააწყოთ, ან შემდეგ ხელახლა გაასტერილოთ.
გამოწველილი რძე გასტერილებულ კონტეინერში მაცივარში დაახლოებით 48 საათით ინახება,
ხოლო საყინულეში - 3 თვით. რძის შემცვლელი საკვები უშუალოდ კვების წინ უნდა მოამზადოთ.
•
ყოველი გამოყენების შემდეგ გადაღვარეთ ხელსაწყოში დარჩენილი წყალი. ნალექის წარმოქმნის
აღსაკვეთად სტერილიზატორის ყველა ნაწილი გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
•
ყოველი გამოყენების შემდეგ იზრუნეთ გამახურებელი თეფშის სისუფთავეზე (თუ ნალექია
მოაშორეთ ძმრით, ან ლიმონმჟავით, სხვა შემთხვევაშიგაწმინდეთ სველი ჩვრით).
•
ხელსაწყო ხელახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლო სტერილიზაციიდან დაახლოებით 1 საათის
დაახლოებით 1 საათის
შემდეგ.
შემდეგ.
შენახვა
•
გამოაერთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან და გაწმინდეთ მისი ყველა ნაწილი ზემოთ აღნიშნული
წესების დაცვით.
•
შეინახეთ ხელსაწყო ყუთში სუფთა, მშრალ ადგილას.
•
არასოდეს შეინახოთ სველი, ან ჭუჭყიანი ხელსაწყო.
•
არასოდეს შემოახვიოთ მოწყობილობას სადენი.
ექსპლუატაცია
•
ყოველი გამოყენების შემდეგ გადაღვარეთ ნარჩენი წყალი და გამოავლეთ წყალი მთავარ კონტეინერს.
ნალექის წარმოქმნის აღსაკვეთად სტერილიზატორის ყველა ნაწილი გაწმინდეთ მშრალი ჩვრით.
•
ყოველი გამოყენების შემდეგ იზრუნეთ გამახურებელი თეფშის სისუფთავეზე (თუ ნალექია
მოაშორეთ ძმრით, ან ლიმონმჟავით, სხვა შემთხვევაშიგაწმინდეთ სველი ჩვრით).
•
ნალექის წარმოქმნის აღსაკვეთად ხელსაწყოში ჩაასხით მხოლოდ ანადუღარი, ან გაფილტრული
წყალი. სტერილიზატორის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნალექი ყოველ 4 კვირაში
ერთხელ მოაშორეთ (საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირადაც). ნალექი შეგიძლიათ შემდეგი
მეთოდებით მოაშოროთ:
G
EO
Содержание HL-0893
Страница 45: ......