46
47
G
EO
GEO
LOVI -ს ორთქლის ელექტრო სტერილიზატორი საშრობით
უსაფრთხოების წესები
გთხოვთ, პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. მოწყობილობა
განკუთვნილია მხოლოდ სახლის პირობებში გამოსაყენებლად.
ელექტრო მოწყობილობების გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება,
მათ შორის:
•
შენიშვნა: ელექტრო შოკისგან დასაცავად, არ ჩაძიროთ სადენი, შტეფსელში შესაერთებელი ჩანგალი
ან ხელსაწყოს კორპუსი წყალში, ან სხვა სითხეში. მოარიდეთ მოწყობილობა სისველეს და არასდროს
გამოიყენოთ იგი სველი ხელებით.
•
შენიშვნა: ელექტრო შოკისგან მუდმივი დაცულობის უზრუნველსაყოფად, მოწყობილობა უნდა
შეაერთოთ მხოლოდ ისეთ შტეფსელში, რომელსაც აქვს დამიწების სარჭი. ყოველთვის შეამოწმეთ,
რომ ჩანგალი მყარად იჯდეს შტეფსელის ბუდეში.
•
მოწყობილობის პირველად ჩართვის წინ დარწმუნდით, რომ ხელსაწყოს ძირზე მითითებული
ელექტროენერგიის ძაბვა შეესაბამება თქვენს საცხოვრებელში არსებულს. LOVI-ს ბოთლის ელექტრო
გამათბობელისთვის სათანადო ძაბვაა 230V.
•
პროდუქტს ძირზე სადენისთვის აქვს სპეციალური ღარი, რათა უსაფრთხოდ დაარეგულიროთ
სადენის სიგრძე. მიზანშეწონილია, რომ სადენი მაქსიმალურად მოკლე იყოს. სადენი არ უნდა
იყოს თავისუფლად გადმოკიდებული სამზარეულოს ავეჯის კიდეზე და/ან არ უნდა შეეხოს ცხელ
ზედაპირებს.
•
უნდა გამოიყენოთ მოკლე სადენი, რათა შეამციროთ გრძელ სადენში გახლართვის, ან ფეხის
წამოკვრის რისკი.
•
დამაგრძელებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ის უსაფრთხოდაა განლაგებული.
•
თუ დამაგრძელებელს იყენებთ:
1) დამაგრძელებელ სადენზე აღნიშული ძაბვა თავსებადი უნდა იყოს მოწყობილობაზე მითითებულ
ელექტრო ძაბვასთან.
2) დამაგრძელებელი უნდა იყოს ადაპტირებული მოწყობილობის ელექტრულ დატვირთვასთან,
რაც მითითებულია ხელსაწყოს აბრაზე.
3) დამაგრძელებელ სადენს უნდა ჰქონდეს CE ნიშანი.
4) დამაგრძელებელს არ უნდა ქონდეს დაზიანების რაიმე კვალი.
5) სადენი ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ არ იყოს თავისუფლად გადმოკიდებული მაგიდაზე, ან
ავეჯზე, სადაც მას ბავშვები გამოქაჩავენ, ან ვინმე უნებურად წამოკრავს ხელს.
•
ჩანგლის შტეფსელიდან გამოძრობისას ერთი ხელით დააფიქსირეთ შტეფსელის კიდეები. არასოდეს
გამორთოთ ხელსაწყო სადენის შტეფსელიდან გამოგლეჯით.
• •
შენიშვნა!
შენიშვნა!
ნუ გამოიყენებთ მოწყობილობას, რომელსაც დაზიანებული სადენი ან შტეფსელის ჩანგალი
აქვს, არ მუშაობს გამართულად, ან შეინიშნება რაიმე სხვა დაზიანება. უსაფრთხოების მიზეზით,
დაზიანებული სადენის შეცვლა, ან რაიმე სხვა სახის შეკეთება უნდა განახორციელოს მწარმოებლის ან
დისტრიბუტორის მომსახურების ცენტრმა.
•
ეს მოწყობილობა არ არის განკუთვნილი შეზღუდული ფიზიკური, სენსორული, ან გონებრივი
შესაძლებლობების მქონე პირების (მათ შორის ბავშვების) მიერ გამოყენებისთვის, ასევე
გამოცდილებისა და ცოდნის არმქონე პირების მიერ გამოსაყენებლად, თუ ისინი უმეთვალყურეოდ,
ან მეურვის გამოყენების წესების მითითების გარეშე ეცდებიან ხელსაწყოს მოხმარებას.
•
მკაცრი ზედამხედველობა აუცილებელია, როდესაც ნებისმიერი ხელსაწყო გამოიყენება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის მიერ, ან ბავშვების მახლობლად.
•
თუ არ იყენებთ, ყოველთვის შეინახეთ მოწყობილობა ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
•
როცა არ იყენებთ, ყოველთვის გამორთეთ მოწყობილობა შტეფსელიდან.
•
შეფუთვას არ მოყვება სათადარიგო ნაწილები. არ სცადოთ მოწყობილობის თვითნებურად შეკეთება.
•
ყველა სარემონტო სამუშაო უნდა შეასრულოს მხოლოდ მწარმოებლის ან დისტრიბუტორის
მომსახურების ცენტრმა.
გაფრთხილებთ! ინსტრუქციაში მითითებული წესების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
გაფრთხილებთ! ინსტრუქციაში მითითებული წესების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
დამწვრობები ან პროდუქტის დაზიანება.
დამწვრობები ან პროდუქტის დაზიანება.
•
შეამოწმეთ პროდუქტი ყოველი მოხმარების წინ. არ გამოიყენოთ ნებისმიერი დაზიანების
შემჩნევისას. დაზიანების შემთხვევაში დაუკავშირდით მწარმოებლის, ან დისტრიბუტორის
მომსახურების ცენტრს.
•
არასათანადო გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს სტერილიზატორი და მომხმარებელმა მიიღოს
დამწვრობა.
•
ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ
პროდუქტი მისი დანიშნულების საწინააღმდეგოდ. ეს არღვევს გარანტიის პირობებს.
•
არ მოათავსოთ ხელსაწყო გაზის ან ელექტრო ღუმელის, ან წინასწარ გახურებული ღუმელის
სიახლოვეს.
•
გამოიყენეთ მხოლოდ შენობაში. არ გამოიყენოთ შენობის გარეთ.
•
თუ მოწყობილობა ტრანსპორტირებულია დაბალ ტემპერატურაზე, თავდაპირველად უნდა მოხდეს
მისი აკლიმატიზაცია, რათა ხელსაწყოს ტემპერატურა გაუთანაბრდეს გარემოს ტემპერატურას.
•
მოწყობილობა უნდა განთავსდეს გლუვ, ბრტყელ და მაღალი ტემპერატურისადმი მდგრად
ზედაპირზე.
•
სტერილიზატორის ჩართვამდე დარწმუნდით, რომ კონტეინერში დამატებულია ინსტრუქციაში
მითითებული წყლის სწორი რაოდენობა. თუ სტერილიზატორში საკმარისზე ნაკლები, ან მეტი წყალი
ასხია, მაშინ ის გამართულად არ იმუშავებს.
•
ჩვილების ან მეძუძური დედების სხვადასხვა აქსესუარების სტერილიზაციის დროს ისე მოათავსეთ
ისინი კალათში, რომ ადგილი დატოვოთ ცხელი ორთქლის თავისუფალი წვდომისთვის.
•
არ მოათავსოთ სტერილიზატორში ელექტრო მოწყობილობები ან მეტალის შემცველი საგნები, ამით
მას მხოლოდ დააზიანებთ.
•
არ გამოიყენოთ სტერილიზატორის, ან მასში მოთავსებული საგნებისთვის მათეთრებელი ან ქიმიური
ხსნარები/დეზინფექტანტები.
•
ექსპლუატაციის დროს სტერილიზატორში ცხელი წყალი და ორთქლია.
•
ყურადღებით იყავით, როცა ცხელი სითხით სავსე სტერილიზატორს იღებთ ხელში.
•
არ შეეხოთ ჩართული ხელსაწყოს კორპუსს.
•
არასოდეს არ დაახშოთ სტერილიზატორის სახურავში არსებული სავენტილაციო ხვრელები.
•
არასოდეს მოათავსოთ რაიმე სტერილიზატორის სახურავზე.
•
არასოდეს გახსნათ სტერილიზატორი მუშაობის პროცესში.
•
გახსოვდეთ, რომ ჩართულ ხელსაწყოში ადუღებული წყალი. მოერიდეთ სახურავის სავენტილაციო
ხვრელებიდან ამოსულ ორთქლს.
•
ყოველი გამოყენების შემდეგ, როცა ხელსაწყო გაგრილდება, ყოველთვის გადაასხით ხელსაწყოდან
დარჩენილი წყალი. არ შეინახოთ წყლით სავსე მოწყობილობა.
•
სანამ სახურავს ახდიდეთ, ყოველთვის მინიმუმ 3 წუთი მაინც აცადეთ ხელსაწყოს, წყალს და
ორთქლს გაგრილება.
•
ყურადღებით იყავით, როცა სტერილიზატორს სახურავს ხდით, მდუღარე ორთქლით რომ არ
დაიწვათ. ამ დროს მაღალი ტემპერატურისგან დასაცავად სასურველია გამოიყენოთ სამზარეულოს
ხელთათმანები.
•
თუ სტერილიზატორიდან რაიმეს ამოღებას, ან პირიქით, მასში ჩადებას აპირებთ, დაელოდეთ
ხელსაწყოს გაგრილებას.
•
სტერილიზატორის ციკლის განმავლობაში გამოსართავად, დააჭირეთ ხელი STOP ღილაკს, შემდეგ კი
ხელსაწყო შტეფსელიდან გათიშეთ.
•
შენიშვნა! გამოიყენეთ ანადუღარი, ან დემინერალიზირებული წყალი, რადგან ის აღკვეთს
გამახურებელ თეფშზე ნალექის წარმოქმნას. ერიდეთ მინერალური წყლის გამოყენებას, რადგან ის
მნიშვნელოვნად აჩქარებს ნალექის წარმოქმნის პროცესს. ნალექის არსებობაზე ხელსაწყოს გარანტია
არ ვრცელდება.
•
ხელსაწყოს მოსავლელად მისი გაწმენდისა და ნალექის მოშორების გარდა არაფერი არ არის საჭირო.
•
ნალექის მოშორების მითითებული წესებიდან გადახვევამ შესაძლოა ხელსაწყოს გამოუსწორებელი
ზიანი მიაყენოს.
•
გაწმენდისას არ გამოიყენოთ კაუსტიკური ნივთიერებები, ან ქიმიკატები.
•
სტერილიზატორის გასაწმენდად, ლაქების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ
მხოლოდ სუფთა წყალი.
•
ეს პროდუქტი არ არის სათამაშო. გამოიყენეთ და შეინახეთ მოწყობილობა და მისი ყველა ნაწილი
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
•
არ დაშალოთ ხელსაწყო.
•
აკრძალულია ხელსაწყოს გადაკეთება. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც აცდენილია
ინსტრუქციასთან, აუქმებს EC შესაბამისობის დეკლარაციას.
•
თუ ეჭვი გაქვთ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მიმართეთ დისტრიბუტორს, ან
მწარმოებელს.
მკაცრად დაიცავით ზემოთ აღნიშნული წესები.
მკაცრად დაიცავით ზემოთ აღნიშნული წესები.
მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის არასათანადო გამოყენებით მიღებულ ზიანზე.
მწარმოებელი არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის არასათანადო გამოყენებით მიღებულ ზიანზე.
ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი
ძაბვა
დენის წყარო
HL-0893
220V - 240V / 50Hz
სტერილიზატორი 600W
საშრობი 180W
Содержание HL-0893
Страница 45: ......