20 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
• Rinse (გავლება)
გამოიყენეთ ეს პროგრამა, როდესაც გსურთ სარეცხის ცალ-ცალკე გავლება ან გახამება.
• Shirts (პერანგები)
ეს პროგრამა გამოიყენება ბამბის, სინთეტიკის და სინთეტიკაშერეული ქსოვილის პერანგების
გასარეცხად. ის ამცირებს ნაოჭებს. როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის ღილაკს დააჭერთ,
სრულდება წინასწარი დამუშავების ალგორითმი.
• გამოიყენეთ წინასწერი დამუშავების ქიმიური საშუალება პირდაპირ ტანსაცმეზე ან
დაუმატეთ სარეცხ საშუალებასთან ერთად, როცა მანქანა იწყებს წყლის აღებას მიწოდების
მთავრი უჯრის მეშვეობით. ამგვარად, თქვენ შეძლებთ უზრუნველყოთ იგივე ეფექტი, რომელსაც
იღებთ ჩვეულებრივი რეცხვის დროს, მაგრამ დროის უფრო მოკლე პერიოდში. თქვენი
პარანგების გამოყენების ხანგრძლივობა იზრდება.
• Mix 40 (შერეული 40)
გამოიყენეთ ბამბისა და სინთეტიკის ტანსაცმლის ერთად გასარეცხად, მათი გადახარისხების
გარეშე.
• Gentle Care (დელიკატური ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი დელიკატური ქსოვილისგან,
როგოროცაა მაგალითად: სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ტრიკოტაჟი ან წინდები. ამ პროგრამით
თქვენი სარეცხი უფრო დელიკატურად ირეცხება. გარეცხეთ ტასაცმელი, რომლის ფერის
შენარჩუნებაც გსურთ ან 20 გრადუსზე ან აირჩიეთ ცივი წყლით რეცხვის პარამეტრი.
• Daily Xpress / Xpress Super Short (ყოველდღიური სწრაფი / სწრაფი 14
I
)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მსუბუქად დასვრილი ან დაულაქავებელი ბამბის
ტანსაცმლისთვის, ხანმოკლე დროში. პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს 14
წუთამდე, თუ დააჭერთ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს. როცა სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის ღილაკს
დააჭერთ, სარეცხი რაოდენობა არ უნდა იყოს 2 (ორ) კგ-ზე მეტი.
• Down Wear (ბუმბული)
გამოიყენეთ ეს პროგრამა იმ მოსასხამების, ჟილეტების, ქურთუკების და ა.შ. გასარეცხად,
რომლებიც შეიცავს ბუმბულს და აქვთ იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის". სპეციალური
მბრუნავი პროფილების წყალობით, წყალი შეაღწევს საჰაერო სივრცეებში ბუმბულს შორის.
• Lingerie (საცვლები)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსსაცმლისთვის დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც
განკუთვნილია ხელით რეცხვისთვის და ქალის თეთრეულისთვის. ტანსაცმლის მცირე
რაოდენობა უნდა გაირეცხოს სარეცხ ტომარაში. კაუჭები, ღილების, ელვები და ა.შ. უნდა იყოს
შეკრული.
• Outdoor / Sports (სპორტული და საგარეო)
ამ პროგრამის საშუალებით, შეგიძლიათ გარეცხოთ სპორტული და საგარეო ტანსაცმელი,
რომელიც შეიცავს ბამბის/სინთეთიკის ნარევს და დაფარულია წყალგაუმტარი ზედაპირით,
როგორიცაა გორტექსი და ა.შ. იგი უზრუნველყოფს თქვენი ტანსაცმლის ფრთხილად რეცხვას
სპეციალური ბრუნვითი მოძრაობების მეშვეობით.
• StainExpert (ლაქების ექსპერტი)
ამ მანქანას აქვს სპეციალური ლაქების გამომყვანი პროგრამა, რომელიც აშორებს სხვადასხვა
ტიპის ლაქებს ყველაზე ეფექტური გზით. გამოიყენეთ ეს პროგრამა მხოლოდ გამძლე
ხარისხიანად შეღებილი ბამბის სარეცხისთვის. არ გარეცხოთ დელიკატური ქსოვილებისგან
დამზადებული და ხუნებადი სარეცხი ამ პროგრამით. გარეცხვის წინ, უნდა შეამოწმოთ
ტანსაცმლის იარლიყები (რეკომენდებულია ბამბის მაისურებისთვის, შარვლებისთვის,
შორტებისთვის, პერანგებისთვის, ბავშვის ტანსაცმლითვის, პიჟამებისთვის, წინსაფრებისთვის,
მაგიდის გადასაფარებლებისთვის, თეთრეულისთვის, საბნის პირებითვის, ზეწრებისთვის,
ბალიშის პირებისთვის, აბაზანის/პლაჟის პირსახოცებისთვის, პირსახებისთვის, წინდებისთვის,
ბამბის საცვლებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მაღალ ტემპერატურაზე და ხანგრძლივი
რეცხვისთვის). ლაქების გამომყვანი ავტომატური პროგრამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ
გარეცხოთ 24 ტიპის ლაქა, რომლებიც დაყოფილია ორ განსხვავებულ ჯგუფად სწრაფი+ რეცხვის
ფუნქციის არჩევის მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ ლაქების ჯგუფები სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის
არჩევის საფუძველზე.
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...