![Beko WTV8633XB Скачать руководство пользователя страница 18](http://html.mh-extra.com/html/beko/wtv8633xb/wtv8633xb_user-manual_31438018.webp)
18 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.3.3 პროგრამის არჩევა
1 განსაზღვრეთ სარეცხის ტიპის, რაოდენობისა და დაბინძურების დონისთვის შესაფერისი
პროგრამა, ქვემოთ მოცემული "პროგრამისა და გამოყენების ტაბულის" შესაბამისად.
C
პროგრამები შეზღუდულია ბრუნვის უმაღლესი სიჩქარით, რომელიც ქსოვილის კონკრეტულ ტიპს შეესაბამება.
პროგრამის შერჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ ქსოვილის ტიპი, ფერი, დაბინძურების ხარისხი და
წყლის დასაშვები ტემპერატურა.
ყოველთვის აირჩიეთ შესაბამისი ყველაზე დაბალი საჭირო ტემპერატურა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა,
მით მეტი ელექტროენერგია იხარჯება.
2 აირჩიეთ სასურველი პროგრამა პროგრამის შერჩევის ღილაკით.
4.3.4 პროგრამები
•
Cottons Eco (
ბამბა ეკონომიური)
გამოიყენეთ ზომიერად დასვრილი, გამძლე ბამბის თეთრეულის რეცხვისთვის. მიუხედავად
იმისა, რომ რეცხვის პროცესი ამ პროგრამაში უფრო ხანგრძლივია ვიდრე სხვა პროგრამებში,
ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიისა და წყლის მაღალ ეკონომიურობას. წყლის ფაქტიური
ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს განცხადებული ტემპერატურისგან. თუ სარეცხის
ნაკლებ ოდენობას ჩატვირთავთ მანქანაში (მაგ.: ½ ან უფრო ნაკლებ მოცულობას), პროგრამის
ხანგრძლივობა შეიძლება ავტომატურად შემცირდეს. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიისა და
წყლის მოხმარება კიდევ უფრო შემცირდება, რაც უფრო ეკონომიური რეცხვას უზრუნველყოფს.
სიდიდეები სინთეთიკის პროგრამებისთვის (KA)
ტვირთი (კგ)
წყლის მოხმარება (l)
ელექტროენერგიის მოხმარება (კვ/სთ)
პროგრამის ხანგრძლივობა (წთ)*
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
დარჩენილი ტენის
შემცველობა (%)**
≤ 1000 ბრუნი წუთში
> 1000 ბრუნი წუთში
სინთეტიკა 60
3
67
1,35
115/150
45
40
სინთეტიკა 40
3
65
0,95
115/150
45
40
*თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ თქვენ მიერ არჩეული პროგრამის რეცხვის დრო. შესაძლებელია,
რომ ეკრანზე ნაჩვენებ დროსა და რეცხვის რეალურ დროს შორის მცირე სხვაობა იყოს.
**დარჩენილი ტენის შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს არჩეული ბრუნვის სიჩქარის შესაბამისად.
C
დამხმარე ფუნქციები, ტაბულაში, შეიძლება თქვენი პროდუქტის მოდელის მიხედვით იცვლებოდეს.
წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება შეიცვალოს წყლის წნევის, წყლის სიხისტისა და ტემპერატურის,
გარეთა ტემპერატურის, სარეცხის ტიპისა და რაოდენობის, დამხმარე ფუნქციებისა და ბრუნვის სიჩქარის არჩევისა
და ელექტროენერგიის ძაბვის მიხედვით.
პროგრამის არჩევისას თქვენ შეგიძლიათ, მანქანის ეკრანზე დაინახოთ რეცხვის დრო. თქვენ მიერ მანქანაში
ჩატვირთული სარეცხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს 1-1.5 საათიანი სხვაობა ეკრანზე ნაჩვენებ
დროსა და რეცხვის ციკლის ფაქტიურ ხანგრძლივობას შორის. ხანგრძლივობა ავტომატურად განახლდება რეცხვის
დაწყების შემდეგ.
დამატებითი ფუნქციის არჩევის რეჟიმები შეიძლება შეიცვალოს მწარმოებელი კომპანიის მიერ. არსებული არჩვის
რეჟიმები შეიძლება წაიშალოს და ახალი არჩევის რეჟიმები დაემატოს.
"მწარმოებელი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები პროგრამებში და დამხმარე ფუნქციებში, რომლებიც
მოცემულია ცხრილში. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები არ შეეხება პროდუქტის წარმადობას, პროგრამის
ნაბიჯები და ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს."
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...