სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
13 / KA
სარეცხი საშუალების ტიპის არჩევა
გამოსაყენებელი სარეცხის საშუალების ტიპი დამოკიდებულია ქსოვილის ტიპსა და ფერზე.
• გამოიყენეთ სხვადასხვა სარეცხი საშუალება ფერადი და თეთრი სარეცხისთვის.
• გარეცხეთ დელიკატური ტანსაცმელი მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებით (თხევადი
სარეცხი საშუალება, შალის ქსოვილის შამპუნი და ა. შ.), რომელიც მხოლოდ დელიკატური
ქსოვილისთვის გამოიყენება.
• მუქი ფერის ტანსაცმლის ან ჭრელი საბნების რეცხვისას, რეკომენდებულია თხევადი სარეცხი
საშუალების გამოყენება.
• შალის ქსოვილი გარეცხეთ სპეციალურად შალის ქსოვილისთვის შექმნილი სარეცხი
საშუალებით.
A
გაფრთხილება:
გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალურად სარეცხი მანქანისთვის დამზადებული სარეცხი
საშუალება.
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ საპნის ფხვნილი.
სარეცხი საშუალების რაოდენობის რეგულირება
გამოსაყენებელი სარეცხი საშუალების რაოდენობა დამოკიდებულია სარეცხის რაოდენობაზე,
დაბინძურების ხარისხსა და წყლის სიხისტეზე.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მითითებულია სარეცხი
საშუალების შეფუთვაზე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ქაფის, არასაკმარისი გავლების,
ფინანსური დაზოგვისა და, ბოლოს, გარემოს დაცვის პრობლემები.
• გამოიყენეთ უფრო ნაკლები სარეცხი საშუალება მცირე ოდენობით ან მსუბუქად დასვრილი
ტანსაცმლისთვის.
დამარბილებლების გამოყენება
ჩაასხით დამარბილებელი სარეცხი საშუალების უჯრის დამარბილებლის განყოფილებაში.
• არ გადააჭარბოთ დამარბილებლის განყოფილებაში მონიშნულ (>მაქს<) დონეს.
• თუ დამარბილებელს თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი საშუალების უჯრაში ჩასხმამდე,
ის წყალში გააზავეთ.
თხევადი სარეცხი საშუალებების გამოყენება
თუ პროდუქტს აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
2
2
•
მოათავსეთ თხევადი სარეცხი საშუალების
კონტეინერი განყოფილებაში ნომერი "2".
•
თუ თხევად სარეცხ საშუალებას
თხევადობა დაკარგული აქვს, სარეცხი
საშუალების კონტეინერში ჩასხმამდე, ის
წყალში გააზავეთ.
თუ პროდუქტს არა აქვს თხევადი სარეცხი საშუალების ფინჯანი:
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება, წინასწარი
რეცხვისთვის.
• თხევადი სარეცხი საშუალებები ალაქავებს თქვენს ტანსაცმელს შეყოვნებული დაწყების
ფუნქციის გამოყენებისას. თუ შეყოვნებული დაწყების ფუნქციის არჩევას აპირებთ, არ
გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალება.
სარეცხი საშუალების გელისა და ტაბლეტების გამოყენება
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრია და თქვენს მანქანას არა აქვს სპეციალური თხევადი
სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი გელი მთავარი რეცხვის სარეცხი საშუალების
განყოფილებაში, წყლის პირველი შეშვების განმავლობაში. თუ თქვენს მანქანას ქვს თხევადი
სარეცხი საშუალების ფინჯანი, ჩაასხით სარეცხი საშუალება ამ ფინჯანში, პროგრამის
დაწყებამდე.
• თუ სარეცხი გელის სისქე სითხისებრი არ არის ან მას აქვს თხევადი კაფსულების ფორმა, ის
პირდაპირ ცილინდრში მოათავსეთ, რეცხვის დაწყებამდე.
• მოათავსეთ სარეცხი საშუალების ტაბლეტები მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება
ნომერი "2") ან პირდაპირ ცილინდრში, რეცხვის დაწყებამდე.
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...