![Beko WTV8633XB Скачать руководство пользователя страница 11](http://html.mh-extra.com/html/beko/wtv8633xb/wtv8633xb_user-manual_31438011.webp)
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
11 / KA
4.2 მომზადება
4.2.1 სარეცხის დახარისხება
* დაახარისხეთ სარეცხი ქსოვილის ტიპის, ფერისა და დაბინძურების ხარისხის, ასევე, წყლის
დასაშვები ტემპერატურის შესაბამისად.
* ყოველთვის ისარგებლეთ ტანსაცმლის იარლიყზე მითითებული ინსტრუქციით.
4.2.2 სარეცხის მომზადება რეცხვისთვის
• სარეცხი ლითონის დეტალებით, როგორიცაა, ბიუზჰალტერები, ქამრის ბალთები თუ
ლითონის ღილები, მანქანას აზიანებს. მოხსენით ლითონის დეტალები ან ტანსაცმელი
სარეცხის ჩანთაში ან ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• ჯიბეებიდან ამოიღეთ ისეთი ნივთები, როგორიცაა მონეტები, კალმები და ქაღალდის
სამაგრები, ჯიბეები გადმოაბრუნეთ და ჯაგრისით გაწმინდეთ. ასეთმა საგნებმა შეიძლება
დააზიანოს პროდუქტი, ან გამოიწვიოს ხმაური.
• პატარა ზომის ტანსაცმელი, როგორიცაა, ბავშვის ან ნეილონის წინდები, სარეცხის ჩანთაში ან
ბალიშის პირში ჩადებული გარეცხეთ.
• მოათავსეთ ფარდები მანქანაში, შეკუმშვის გარეშე. მოხსენით ფარდის სამაგრები.
• შეკარით ელვა-შესაკრავები, მიაკერეთ მოშვებული ღილები და შეაკეთეთ გარღვეული და
გახეული ადგილები.
• პროდუქტი, რომელსაც აქვს იარლიყი, "მანქანით რეცხვისთვის" ან "ხელით რეცხვისთვის,"
გარეცხეთ მხოლოდ შესაბამისი პროგრამით.
• არ გარეცხოთ ფერადი და თეთრი ქსოვილი ერთად. ახალი, მუქი ფერის ბამბის ქსოვილი ბევრ
საღებავს გამოყოფს. ისინი ცალკე გარეცხეთ.
• ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, რეცხვამდე, სათანადო ზომების მიღება სჭირდება. თუ
დარწმუნებული არ ხართ, სცადეთ ქიმწმენდის საშუალებით.
• ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ მანქანის რეცხვისთვის შესაფერისი საღებავის/ფერის
შემცვლელები და მინადუღის მოსაშორებლები. ყოველთვის ისარგებლეთ შეფუთვაზე
მითითებული ინსტრუქციით.
• შარვლები და დელიკატური ქსოვილები უკუღმა გადმობრუნებული გარეცხეთ.
• ანგორის შალისგან დამზადებული გასარეცხი ნივთები, გარეცხვამდე, გასაყინ კამერაში
მოათავსეთ. ეს ბეწვის გაცვენას შეამცირებს.
• სარეცხი, რომელიც დასვრილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა, ფქვილი, კირის
მტვერი, რძის ფხვნილი და ა. შ., ძლიერად უნდა დაფერთხოთ, სანამ მანქანაში მოათავსებთ.
ასეთი მტვერი თუ ფხვნილი, სარეცხიდან, დროთა განმავლობაში, შეიძლება მანქანის შიდა
ნაწილებში ჩაჯდეს და მისი დაზიანება გამოიწვიოს.
4.2.3 რა უნდა გაკეთდეს ელექტროენერგიის დასაზოგად
შემდეგი ინფორმაცია დაგეხმარებათ, გამოიყენოთ პროდუქტი ეკოლოგიურად და
ელექტროენერგიის დაზოგვით.
• ამუშავეთ პროდუქტი უმაღლესი სიმძლავრით, რის საშუალებასაც თქვენ მიერ არჩეული
პროგრამა იძლევა, მაგრამ არ გადააჭარბოთ; იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა".
იხილეთ "პროგრამისა და გამოყენების ტაბულა"
• ყოველთვის ისარგებლეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
• მსუბუქად დასვრილი სარეცხი დაბალ ტემპერატურაზე გარეცხეთ.
• გამოიყენეთ უფრო სწრაფი პროგრამები მცირე ოდენობით მსუბუქად დასვრილი სარეცხის
გასარეცხად.
• არ გამოიყენოთ წინასწარი რეცხვა და მაღალი ტემპერატურა, ისეთი სარეცხისთვის, რომელიც
არ არის ძალიან დასვრილი ან დალაქავებული.
• თუ თქვენი სარეცხის საშრობში გაშრობას გეგმავთ, აირჩიეთ ბრუნვის ყველაზე მაღალი
სიჩქარე, რომელიც რეკომენდებულია რეცხვის პროცესში.
• არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალება რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით ვიდრე
შეფუთვაზეა მითითებული.
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...