![Beko WTV8633XB Скачать руководство пользователя страница 19](http://html.mh-extra.com/html/beko/wtv8633xb/wtv8633xb_user-manual_31438019.webp)
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
19 / KA
•
Cottons (
ბამბის ქსოვილი)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი ბამბის სარეცხი (ზეწარი, თეთრეული,
პირსახოცები, საბანაო ხალათები, საცვლები და სხვა.) ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმში. როცა
სწრაფი+ რეცხვის ფუნქციის კლავიშს დააჭერთ, პროგრამის ხანგრძლივობა შესამჩნევად
შემცირდება, მაგრამ რეცხვის ეფექტურობა შენარჩუნდება რეცხვის ინტენიური მოძრაობების
გამო. თუ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი
სარეცხის რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
•
Synthetics (
სინთეტიკა)
ამ პროგრამით თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ თქვენი სარეცხი (როგოროცაა მაგალითად:
ბერანგები, ბლუზები, სინთეტიკისა და ბამბის ნარევი ქსოვილები და ა. შ.). პროგრამის
ხანგრძლივობა შესამჩნევად შემცირდება და რეცხვის მაღალი ეფექტურობა გარანტირებულია.
თუ სწრაფი+ რეცხვის ღილაკს არ დააჭერთ იქნება უზუნველყოფილი ძალიან ჭუჭყიანი სარეცხის
რეცხვისა და გავლების საუკეთესო ხარისხი.
•
Woollens / Hand Wash (
შალი / ხელით რეცხვა)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი შალის/დელიკატური სარეცხისთვის. აირჩიეთ შესაბამისი
ტემპერატურა, როგორც მითითებულია თქვენი ტანსაცმლის იარლიყზე. თქვენი სარეცხი ძალიან
მსუბუქ რეჟიმში გაირეცხება, რათა ტანსაცმელი არ დაზიანდეს.
ამ მანქანის შალის ქსოვილის რეცხვის რეჟიმი შემოწმებული და
დამტკიცებულია "Woolmark Company"-ის მიერ, შალის ტანსაცმლის
რეცხვისთვის, იმ პირობით, თუ ტანსაცმელი გაირეცხება მის ეტიკეტზე
მითითებული და ამ სარეცხი მანქანის მწარმოებლის მიერ დადგენილი
ინსტრუქციის თანახმად. M1325
"გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ჰონგკონგსა და ინდოეთში
"Woolmark"-ის სავაჭრო ნიშანი სერტიფიცირების სავაჭრო ნიშანს
წარმოადგენს."
• (ანტიალერგიული+)
ეს არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხისთვის, რომელიც საჭიროებს
ანტიალერგიულ და ჰიგიენურ რეცხვას მაღალ ტემპერატურაზე ინტენსიური და ხანგრძლივი
რეცხვის ციკლით. ჰიგიენის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს გაცხელების უფრო
ხანგრძლივი დრო და გავლების დამატებითი საფეხური.
•პროგრამა ტესტირებულია "VDE" ინსტიტუტის მიერ 20°C ტემპერატურაზე და იყო
სერტიფიცირებული ბაქტერიების და ობის ეფექტური აღმოფხვრის თვალსაზრისით.
•პროგრამა ტესტირებულია "The British Allergy Foundation" (Allergy UK) მიერ 60°C
ტემპერატურაზე და იყო სერტიფიცირებული ალერენების და ასევე ბაქტერიების და ობის
ეფექტური აღმოფხვრის თვალსაზრისით.
Allergy UK არის ბრიტანული ალერგიის ფონდის სახელი. ხარისხის ნიშანი
შექმნილია იმისთვის, რომ მისცეს ადამიანებს საჭირო რეკომენდაცია
პროდუქტის შესახებ, რომელიც ზღუდავს/ამცირებს/ აშორებს ალერგენებს ან
ამცირებს ალერგენების რაოდენობას გარემოში, სადაც ცხოვრობენ ალერგიული
პაციენტები. მისი მიზანია დაუმტკიცოს ადამიანებს, რომ პროდუქტი
სპეციალურად ტესტირებულია ან განხილულია და მიღებულია გაზომვადი
შედეგი.
• Dark Care / Jeans (მუქი ტანსაცმელი / ჯინსი)
გამოიყენეთ ეს პროგრამა თქვენი მუქი ფერის ან ჯინსის ტანსაცმლის ფერის დაცვისთვის.
ის უზრუნველყოფს ეფექტურ რეცხვას ბარაბანის სპეციალურად განსაზღვრული ბრუნვების
საშუალებით, მაშინაც კი, თუ ტემპერატურა დაბალია. რეკომენდებულია თხევადი სარეცხი
საშუალების ან შალის ქსოვილის შამპუნის გამოყენება, მუქი ფერის სარეცხისთვის. არ გარეცხოთ
ტანსაცმელი დელიკატური ქსოვილისგან, რომელიც შეიცავს შალს და ა.შ.
• Spin+Drain (ბრუნვა+ამოშრობა)
ეს პროგრამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმელიდან წყლის მოსაშორებლად და მანქანიდან
წყლის მთლიანად გამოსადევნად.
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...