12 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
4.2.4 სარეცხის მოთავსება
1. გახსენით სარეცხის თავსახური.
2. ჩადეთ გასარეცხი ნივთები მანქანაში თავისუფალად.
3. დააჭირეთ და ჩაკეტეთ ჩასატვირთი კარი სანამ არ გაიგებთ ჩაკეტვის ხმას. დარწმუნდით,
რომ კარში რომელიმე ნივთი არ მოყოლილა. ჩასატვირთი კარი დაკეტილია, როცა პროგრამა
მუშაობს. კარის გაღება შესაძლებელია პროგრამის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ.
4.2.5 ტვირთის სწორი მოცულობა
ტვირთის მაქსიმალური მოცულობა დამოკიდებულია სარეცხის ტიპზე, დაბინძურების ხარისხსა
და რეცხვის სასურველ პროგრამაზე.
მანქანა ავტომატურად არეგულირებს წყლის რაოდენობას, მასში ჩატვირთული სარეცხის წონის
შესაბამისად.
A
გაფრთხილება:
ისარგებლეთ "პროგრამისა და მოხმარების ტაბულაში" მოცემული ინფორმაციით.
ზედმეტი ტვირთის შემთხვევაში, მანქანის რეცხვის ეფექტურობა ეცემა. გარდა ამისა, შეიძლება წარმოიშვას
ხმაურისა და ვიბრაციის პრობლემები.
4.2.6 სარეცხი საშუალებისა და ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება
C
როცა იყენებთ სარეცხ საშუალებას, დამარბილებელს, სახამებელს, ქსოვილის საღებავს, მათეთრებელს და
გამაუფერებელს, მინადუღის მოსაშორებელს; ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ სარეცხი საშუალების
შეფუთვაზე მითითებული მწარმოებლის ინსტრუქცია და ისარგებლეთ დოზების მაჩვენებლებით.
შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ საზომი ფინჯანი.
1
3
2
სარეცხი საშუალების უჯრა სამი განყოფილებისგან
შედგება:
- (1) წინასწარი რეცხვისთვის
- (2) მთავარი რეცხვისთვის
– (3) დამარბილებლისთვის
– ( ) გარდა ამისა, დამარბილებლის
განყოფილებაში არის სიფონის ნაწილი.
სარეცხი საშუალება, დამარბილებელი და სხვა გასასუფთავებელი ნივთიერება
• დაუმატეთ სარეცხი საშუალება და დამარბილებელი, რეცხვის პროგრამის ჩართვამდე.
• სარეცხი ციკლის მიმდინარეობისას არ დატოვოთ გახსნილი სარეცხი საშუალების
გამანაწილებელი!
• როცა პროგრამას წინასწარი რეცხვის გარეშე იყენებთ, არ ჩაყაროთ სარეცხი საშუალება
წინასწარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• პროგრამაში წინასწარი რეცხვით, არ ჩაასხათ თხევადი სარეცხი საშუალება წინასწარი რეცხვის
განყოფილებაში (განყოფილება ნომერი „1“).
• არ აირჩიოთ პროგრამა წინასწარი რეცხვით, თუ იყენებთ სარეცხი საშუალების ჩანთას ან
გამანაწილებელ ბუშტს. მოათავსეთ სარეცხი საშუალების ჩანთა ან გამანაწილებელი ბუშტი
პირდაპირ სარეცხს შორის, მანქანაში.
თუ თხევად სარეცხ საშუალებას იყენებთ, არ დაგავიწყდეთ, მოათავსოთ თხევადი სარეცხი
საშუალების კონტეინერი მთავარი რეცხვის განყოფილებაში (განყოფილება ნომერი "2").
Содержание WTV8633XB
Страница 35: ...2820525912_EN 20 10 17 10 28 Washing Machine User Manual WTV8633XB EN Document Number ...
Страница 36: ...This product was manufactured using the latest technology in environmentally friendly conditions ...
Страница 64: ...2820525912_RU 20 10 17 10 48 Стиральная машина Инструкция по эксплуатации WTV8633XB RU номер документа ...
Страница 96: ...www beko com ...