
ენერგიის მოხმარება
გაყინული პროდუქტის შენახვის მაქსიმალური
მოცულობა მიიღწევა საყინულეში არსებული
უჯრების გამოყენების გარეშე. მოწყობილობის მიერ
ენერგიის მოხმარება მითითებულია სრულად
დატვირთული საყინულის განყოფილებისთვის,
სადაც არ გამოიყენება უჯრები.
პრაქტიკული რჩევა ელექტროენერგიის მოხმარების
შემცირებასთან დაკავშირებით
1. მოწყობილობა უნდა განლაგდეს კარგად
ვენტილირებად სივრცეში, სითბოს წყაროდან
(გამათბობლიდან, რადიატორიდან) შორ მანძილზე.
ამავე დროს, მოწყობილობა უნდა განლაგდეს ისე,
რომ არ მოხვდეს მზის პირდაპირი სხივების
ზემოქმედების ქვეშ.
2. ცივ/გაყინულ მდგომარეობაში შეძენილი
პროდუქტი რაც შეიძლება მალე მოათავსეთ
მოწყობილობაში, განსაკუთრებით ზაფხულში.
რეკომენდებულია, გამოიყენოთ თერმოიზოლაციის
მქონე პარკები, პროდუქტის სახლამდე
ტრანსპორტირებისთვის.
3. გირჩევთ, გაალღოთ საყინულის განყოფილებიდან
გამოღებული პაკეტები მაცივრის განყოფილებაში. ამ
მიზნით, პაკეტი, რომელიც უნდა გაალღოთ, საჭიროა
მოათავსოთ კონტეინერში, ისე რომ გალღობის
შედეგად წარმოქმნილი წყალი არ მოხვდეს მაცივრის
განყოფილებაში. გირჩევთ, დაიწყოთ გალღობა
გაყინული პროდუქტის გამოყენებამდე, სულ მცირე,
24 საათით ადრე.
4. გირჩევთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ მაცივრის
კარის გაღების რაოდენობა.
5. ნუ დატოვებთ მოწყობილობის კარს ღია საჭიროზე
მეტხანს და თითოეული გაღების შემდეგ
აუცილებლად კარგად დახურეთ კარი.
GE
გამოყენების ინსტრუქცია
38
ინფორმაცია ხმაურისა და ვიბრაციის შესახებ,
რომელიც შეიძლება წარმოიქმნას
მოწყობილობის მუშაობის დროს
1. მოწყობილობის მუშაობის დროს შეიძლება
გაიზარდოს საექსპლუატაციო ხმაური.
-
დარეგულირებული ტემპერატურის
შესანარჩუნებლად, მოწყობილობის კომპრესორი
პერიოდულად ირთვება. კომპრესორის მიერ
წარმოქმნილი ხმაური უფრო ძლიერია კომპრესორის
ჩართვისას. კომპრესორის გათიშვისას შეიძლება
წარმოიქმნას წკაპუნის ხმა.
-
მოწყობილობის ეფექტურობა და სამუშაო
ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს გარემოს
ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად. ეს
ნორმალურია.
2. სითხის დინების ან გაფრქვევის ხმა
-
ხმაური წარმოიქმნება მაცივრის აგენტის დინების
შედეგად მოწყობილობის ციკლში, რაც შეესაბამება
მოწყობილობის მუშაობის პრინციპს.
3. სხვა ვიბრაციები და ხმაური.
-
ხმაურის და ვიბრაციის დონე შეიძლება
დამოკიდებული იყოს იმ ზედაპირის ტიპსა და
თვისებებზე, რომელზეც დგას მოწყობილობა.
ზედაპირს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი
დეფორმაციები და უნდა გაუძლოს მოწყობილობის
წონას (მოქნილი უნდა იყოს).
-
ხმაურის და ვიბრაციის სხვა წყაროს
მოწყობილობაში მოთავსებული საგნები
წარმოადგენს. ეს საგნები უნდა გამოიღოთ
მოწყობილობიდან
-
მაცივარში მოთავსებული ბოთლები და
კონტეინერები, რომლებიც ერთმანეთს ეხება. ასეთ
შემთხვევაში, გადაალაგეთ ბოთლები და
კონტეინერები ისე, რომ მათ შორის მცირე მანძილი
დარჩეს.
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...