
GE
გამოყენების ინსტრუქცია
ყველანაირი პროდუქტი უნდა შეინახოთ გრილ
ადგილას (მაგ., მაცივარში ან საკუჭნაოში) რამდენიმე
ფენა ქაღალდში გახვეული.
თბილი წყლის კონტეინერები შეგიძლიათ
ფრთხილად მოათავსოთ საყინულეში გალღობის
დასაჩქარებლად.
ნუ გამოიყენებთ ბასრ საგნებს, როგორიცაა დანა ან
ჩანგალი, ყინულის მოსაცილებლად.
არასოდეს არ გამოიყენოთ გალღობისთვის თმის
საშრობები, ელექტროგამათბობლები ან სხვა მსგავსი
ელექტროხელსაწყოები.
ღრუბლით გაწმინდეთ გალღობის შედეგად
საყინულის ქვედა ნაწილში წარმოქმნილი წყალი.
გალღობის შემდეგ საგულდაგულოდ გაამშრალეთ
შიდა ნაწილები (ელემენტი 8 და 9). ჩასვით ჩანგალი
კედლის როზეტში და ჩართეთ ელექტროკვება.
განათების ნათურის გამოცვლა
მაცივრის გასანათებლად გამოყენებული ნათურის
გამოსაცვლელად, დაუკავშირდით ავტორიზებულ
სერვის-ცენტრს.
გაწმენდა და მოვლა
1. გაწმენდის პროცედურის დაწყებამდე, გირჩევთ,
გამორთოთ მოწყობილობა, ელექტროკვების კაბელის
ჩანგლის როზეტიდან გამორთვის გზით.
2. არასდროს არ გამოიყენოთ გაწმენდისთვის რაიმე
ბასრი საშუალებები ან აბრაზიული ნივთიერებები,
საპონი, საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალება,
დეტერგენტი ან იატაკის მასტიკა.
3. გამოიყენეთ თბილი წყალი მოწყობილობის
კორპუსის გასაწმენდად და კარგად გაამშრალეთ.
4. შიდა ნაწილების გასაწმენდად გამოიყენეთ სველი
ნაჭერი და ერთი ჩაის კოვზი ნატრიუმის
ბიკარბონატის (სოდის) ხსნარი ერთ ნახევარ ლიტრ
წყალზე და კარგად გაამშრალეთ.
5. დარწმუნდით, რომ წყალი არ შევიდა
ტემპერატურის კონტროლის ყუთში.
6. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებთ
მოწყობილობის გამოყენებას, გამორთეთ ის, ამოიღეთ
პროდუქტი, გაწმინდეთ და დატოვეთ ოდნავ ღია
კარი.
7. გირჩევთ, გააპრიალოთ პროდუქტის ლითონის
ნაწილები (ანუ, კარის გარე ნაწილი, კორპუსის
გვერდები) სილიკონის მასტიკით (ავტომობილის
მასტიკით), მაღალხარისხიანი საღებავის დასაცავად.
8. მოწყობილობის უკანა მხარეს განლაგებულ
კონდენსატორზე დაგროვილი მტვერი წელიწადში
ერთხელ უნდა გაწმინდოთ მტვერსასრუტით.
9. რეგულარულად შეამოწმეთ კარის
მამჭიდროებლები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი
სუფთაა და პროდუქტის ნაწილაკებს არ შეიცავს.
10. არასოდეს:
• არ გაწმინდოთ ხელსაწყო არასათანადო
საშუალებით; მაგ., ბენზინის საფუძველზე
წარმოებული პროდუქტებით.
• არ დაუშვათ მოწყობილობაზე მაღალი
ტემპერატურების ზემოქმედება,
• არ გახეხოთ და არ გაწმინდოთ მოწყობილობა
აბრაზიული მასალით.
11. რძის პროდუქტებისთვის განკუთვნილი ხუფის და
კარებზე არსებული თაროს მოხსნა:
• რძის პროდუქტებისთვის განკუთვნილი ხუფის
მოსახსნელად, ჯერ გაწიეთ იგი დაახლოებით ერთი
დუიმით და მოხსენით იმ მხრიდან, სადაც ხუფზე
ნახვრეტია.
• კარზე არსებული თაროს მოსახსნელად, მოაცილეთ
მთელი შიგთავსი და შემდეგ მიაწექით ქვემოდან
ზევით.
12. დარწმუნდით, რომ სპეციალური პლასტიკური
კონტეინერი მოწყობილობის უკანა მხარეს, სადაც
გროვდება გალღობის შედეგად წარმოქმნილი წყალი,
ყოველთვის სუფთაა. თუ გსურთ თაროს მოხსნა
გასაწმენდად, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ
ინსტრუქციას:
• გამორთეთ ელექტროკვების კაბელის ჩანგალი
როზეტიდან
• ფრთხილად ამოხრახნეთ შტიფტი კომპრესორზე
ბრტყელტუჩას გამოყენებით, ისე რომ თარო მოიხსნას
• აწიეთ
• გაწმინდეთ და კარგად გაამშრალეთ
• ხელახლა დაამონტაჟეთ, ოპერაციების
უკუთანმიმდევრობით შესრულების გზით
13. უჯრის მოსახსნელად, მაქსიმალურად გამოწიეთ
ის, დახარეთ ზემოთ და მთლიანად ამოწიეთ.
მაცივრის კარის დაყენება
შეასრულეთ პროცედურა ციფრული
თანმიმდევრობით (ელემენტი 10).
36
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...