
GE
გამოყენების ინსტრუქცია
4. მოწყობილობა უნდა მოათავსოთ სწორ ზედაპირზე.
შესაძლებელია ორი წინა ფეხის დარეგულირება
საჭიროებისამებრ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ
მოწყობილობა სწორ ვერტიკალურ მდგომარეობაშია,
დაარეგულირეთ ორი წინა ფეხი. ამისათვის მოატრიალეთ
საათის ისრის მიმართულების ან საათის ისრის
საწინააღმდეგო მიმართულებით, სანამ მყარად არ დადგება
იატაკზე. ფეხების სწორი დარეგულირებით თავიდან
აიცილებთ ზედმეტ ვიბრაციას და ხმაურს (ელემენტი 4).
5. იმისათვის, რომ მოამზადოთ მოწყობილობა
გამოსაყენებლად, იხილეთ ნაწილი „გაწმენდა და მოვლა“.
მოწყობილობის ძირითადი ფუნქციების აღწერა
(ელემენტი 1)
1 - თერმოსტატი და ნათურის კორპუსი
2 - რეგულირებადი თაროები
3 - ღვინის ბოთლების თარო
4 - წყლის კოლექტორი
5 - ხილისა და ბოსტნეულის კონტეინერის ხუფი
6 - ხილისა და ბოსტნეულის კონტეინერი
7 - სწრაფი გაყინვის განყოფილება
8 - ყინულის კონტეინერის და ყინულის კონტეინერის
თარო
9 - გაყინული პროდუქტის შესანახი განყოფილება
10 - რეგულირებადი ფეხი
11 - რძის პროდუქტების შესანახი განყოფილება
12 - თარო ქილებისთვის
13 - თარო ბოთლებისთვის
პროდუქტის რეკომენდებული განლაგება
მოწყობილობაში
მითითებები შენახვის ოპტიმალური პირობების
უზრუნველსაყოფად და ჰიგიენის წესები:
1. მაცივრის განყოფილება განკუთვნილია პროდუქტის და
სასმელების ხანმოკლე დროის განმავლობაში შესანახად.
2. საყინულის განყოფილება
განკუთვნილია
პროდუქტის გაყინვისთვის და წინასწარ გაყინული
პროდუქტის შენახვისთვის.
ყოველთვის უნდა დაიცვათ რეკომენდაციები
შენახვასთან დაკავშირებით, რომლებიც მითითებულია
პროდუქტის შეფუთვაზე.
3. რძის პროდუქტები უნდა შეინახოთ სპეციალურ
განყოფილებაში, მაცივრის კარზე.
4. მზა კერძები უნდა შეინახოთ ჰერმეტულ
კონტეინერებში.
5. ცელოფანში გახვეული უმი პროდუქტი შეგიძლიათ
შეინახოთ თაროზე. ხილი და ბოსტნეული უნდა გარეცხოთ
და შეინახოთ კონტეინერებში.
6. ბოთლები შეგიძლიათ შეინახოთ კარზე არსებულ
თაროებზე.
7. უმი ხორცი შეინახეთ პოლიეთილენის პარკში
გახვეული, ყველაზე დაბალ თაროზე. დაბინძურების
თავიდან ასაცილებლად, მოარიდეთ კონტაქტს მზა
კერძებთან.
უსაფრთხოების მიზნით, უმი ხორცის შენახვა
შეიძლება ორი-სამი დღე.
8. მაქსიმალური ეფექტურობისთვის, მოსახსნელი
თაროები არ უნდა დაფაროთ ქაღალდით ან სხვა
მასალით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გრილი
ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია.
9. ნუ შეინახავთ მცენარეულ ზეთს კარის თაროებზე.
შეინახეთ პროდუქტი შეფუთულ, ცელოფანში
გახვეულ ან დაფარულ მდგომარეობაში. მაცივარში
შენახვამდე, დაელოდეთ, სანამ ცხელი პროდუქტი და
სასმელი გაცივდება. გახსნილი კონსერვის შენახვა
კონსერვის ქილაში დაუშვებელია.
10. დაუშვებელია გაზიანი სასმელების გაყინვა. ასევე,
დაუშვებელია არომატიანი დანამატების მქონე წყლის
ყინულის მოხმარება ძალიან ცივ მდგომარეობაში.
11. ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული შეიძლება
დაზიანდეს 0°C-ზე ნაკლები ტემპერატურაზე
შენახვის შემთხვევაში. ამიტომ, შეინახეთ ანანასი,
ნესვი, კიტრი, პომიდორი და მსგავსი პროდუქტები
პოლიეთილენის პარკში გახვეული.
12. მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელები
უნდა შეინახოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში,
მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში. არასოდეს
შეინახოთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს აალებად
აირს - პროპელენტს (მაგ., კრემის დოზატორი,
აეროზოლი და ა.შ.) ან ფეთქებად ნივთიერებებს.
ასეთი პროდუქტი აფეთქების რისკს ქმნის.
ტემპერატურის კონტროლი და რეგულირება
სამუშაო ტემპერატურა რეგულირდება თერმოსტატის
სახელურით (ელემენტი 5), რომელიც შეიძლება
დაყენდეს 1-დან 5-მდე (ყველაზე ცივი) პოზიციაში.
საშუალო ტემპერატურა მაცივარში უნდა იყოს
დაახლოებით +5°C (+41°F).
შესაბამისად დაარეგულირეთ თერმოსტატი,
სასურველი ტემპერატურის მისაღწევად. მაცივრის
ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება იყოს მეტად ან
ნაკლებად ცივი (მაგალითად, სასალათე კონტეინერი
და ზედა ნაწილი), რაც ნორმალურია. გირჩევთ,
რეგულარულად შეამოწმოთ ტემპერატურა
თერმომეტრით, რათა დარწმუნდეთ, რომ მაცივარში
უზრუნველყოფილია აღნიშნული ტემპერატურა.
კარის ხშირი გაღება იწვევს შიდა ტემპერატურის
გაზრდას, ამიტომ გირჩევთ დახუროთ კარი რაც
შეიძლება სწრაფად გაღების შემდეგ.
ექსპლუატაციამდე
საბოლოო შემოწმება
მოწყობილობის გამოყენებამდე შეამოწმეთ შემდეგი:
1. ფეხები დარეგულირებულია სათანადო დონეზე.
34
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...