
GE
გამოყენების ინსტრუქცია
2. შიდა სივრცე მშრალია და უზრუნველყოფილია
ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია უკანა მხარეს.
3. შიდა სივრცე გაწმენდილია, როგორც
რეკომენდებულია ნაწილში „გაწმენდა და მოვლა“.
4. ჩანგალი ჩასმულია როზეტში და ელექტრობა
ჩართულია. კარის გაღებისას ჩაირთვება შიდა განათება.
ასევე, გაითვალისწინეთ შემდეგი:
5. კომპრესორის გაშვებისას წარმოიქმნება შესაბამისი
ხმაური. მაცივრის სისტემაში არსებულმა სითხემ და
აირებმა შეიძლება, ასევე, (ხმაური) წარმოქმნას,
მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა კომპრესორი. ეს
ნორმალურია.
6. კორპუსის ტალღოვანი ზედა ზედაპირი
ნორმალურია, გამოყენებული წარმოების პროცესის
გამო; იგი დეფექტს არ წარმოადგენს.
7. გირჩევთ, დააყენოთ თერმოსტატის სახელური შუა
პოზიციაზე და აკონტროლოთ ტემპერატურა, რათა
მოწყობილობაში უზრუნველყოფილი იქნეს შენახვის
სასურველი ტემპერატურა (იხილეთ ნაწილი
„ტემპერატურის კონტროლი და რეგულირება“).
8. ნუ მოათავსებთ პროდუქტს მაცივარში
მოწყობილობის ჩართვისთანავე. დაელოდეთ, სანამ არ
მიაღწევს შენახვის სათანადო ტემპერატურას. გირჩევთ,
შეამოწმოთ ტემპერატურა ზუსტი თერმომეტრით
(იხილეთ ნაწილი „ტემპერატურის კონტროლი და
რეგულირება“.
გაყინული პროდუქტის შენახვა
საყინულე განკუთვნილია სამრეწველო პირობებში
გაყინული პროდუქტის ხანგრძლივი დროით
შენახვისთვის. ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება
უმი პროდუქტის გაყინვისა და შენახვისთვის.
ელექტრობის გათიშვის შემთხვევაში, ნუ გააღებთ კარს.
ელექტრობის 18 საათზე ნაკლები დროით გათიშვა
გავლენას არ მოახდენს გაყინულ პროდუქტზე.
ელექტრობის უფრო ხანგრძლივი დროით გათიშვის
შემთხვევაში, აუცილებელია შეამოწმოთ და
გამოიყენოთ პროდუქტი ან მოამზადოთ და ხელახლა
გაყინოთ საყინულეში.
უმი პროდუქტის გაყინვა
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, დაიცავით ქვემოთ
მოყვანილი ინსტრუქცია.
ერთ ჯერზე ნუ გაყინავთ პროდუქტის ძალიან დიდ
მოცულობას. რაც უფრო სწრაფად მთლიანად გაიყინება
პროდუქტი, მით უკეთესი იქნება მისი ხარისხი.
ნუ გადააჭარბებთ მოწყობილობის გაყინვის
შესაძლებლობას 24 საათის განმავლობაში.
თბილი პროდუქტის მოთავსება საყინულეში
გამოიწვევს მაცივრის უწყვეტ მუშაობას პროდუქტის
სრულ გაყინვამდე.
ამის შედეგად, მაცივრის განყოფილება დროებით
ზედმეტად გაცივდება.
უმი პროდუქტის გაყინვისას, დააყენეთ
თერმოსტატის სახელური შუა პოზიციაზე. 1/2 კგ-მდე
(1 ფტ) წონის პროდუქტის მცირე პორციების გაყინვა
შეიძლება თერმოსტატის სახელურის რეგულირების
გარეშე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და ერთად ნუ გაყინავთ
უკვე გაყინულ და უმ პროდუქტს.
ყინულის კუბების დამზადება
ყინულის კონტეინერი 3/4-ით შეავსეთ წყლით და
მოათავსეთ საყინულეში. აფხიკეთ გაყინული
კონტეინერები კოვზით ან მსგავსი საგნით; არასოდეს
გამოიყენოთ ბასრი საგნები, როგორიცაა დანა ან
ჩანგალი.
გალღობა
ა) მაცივრის განყოფილება
მაცივრის განყოფილების გალღობა ავტომატურად
სრულდება. გალღობის შედეგად წარმოქმნილი წყალი
ჩადის სადრენაჟე მილში შეგროვების კონტეინერის
გავლით მოწყობილობის უკანა მხარეს (ელემენტი 6).
გალღობის პროცესის მიმდინარეობისას მაცივრის
განყოფილების უკანა მხარეს, სადაც განლაგებულია
ფარული საორთქლებელი, შეიძლება წარმოიქმნას
წყლის წვეთები. წვეთების ნაწილი შეიძლება დარჩეს
შიდა კამერაში და გაიყინოს, გალღობის დასრულების
შემდეგ. ნუ გამოიყენებთ ბასრ საგნებს, როგორიცაა
დანა ან ჩანგალი, გაყინული წვეთების
მოსაცილებლად.
თუ შეგროვების არხი არ დაიცლება გალღობის
შედეგად წარმოქმნილი წყლისგან, შეამოწმეთ, რომ
სადრენაჟე მილი არ არის დაბლოკილი პროდუქტის
ნაწილაკებით. სადრენაჟე მილი შეგიძლიათ
გაწმინდოთ მილის საწმენდი ჯაგრისით ან მსგავსი
მოწყობილობით.
შეამოწმეთ, რომ მილის ერთი ბოლო მუდმივად
მოთავსებულია შეგროვების კონტეინერში
კომპრესორზე, ელექტროდანადგარზე ან იატაკზე
წყლის დაღვრის თავიდან ასაცილებლად (ელემენტი
7).
ბ) საყინულის განყოფილება
გალღობის შედეგად წარმოქმნილი წყლისთვის
განკუთვნილი სპეციალური შეგროვების ავზის
წყალობით, გალღობის პროცესი მარტივად და
უპრობლემოდ სრულდება.
გაალღვეთ წელიწადში ორჯერ, ან როცა ყინულის
დონე 7 (1/4") მმ-ს მიაღწევს. გალღობის პროცესის
დასაწყებად, გამორთეთ მოწყობილობა,
ელექტროკვების კაბელის ჩანგლის როზეტიდან
გამორთვის გზით.
35
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...