
GE
გამოყენების ინსტრუქცია
ექსპლუატაციის წესები
აუცილებლად რეგულარულად გაწმინდეთ და
გაალღვეთ მოწყობილობა (იხილეთ ნაწილი
„გალღობა“).
აუცილებლად შეინახეთ უმი ხორცი და ფრინველი
მზა კერძების და რძის პროდუქტების ქვეშ.
აუცილებლად მოაცილეთ ზედმეტი ფოთლები და
ჭუჭყი ბოსტნეულს.
აუცილებლად დატოვეთ სალათის ფოთლების,
კომბოსტოს, ოხრახუშის და ყვავილოვანი
კომბოსტოს ღერო.
აუცილებლად შეახვიეთ ყველი ჯერ პერგამენტის
ქაღალდში, შემდეგ კი პოლიეთილენის პარკში,
რაც შეიძლება ნაკლები ჰაერის დატოვებით.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გამოიღეთ
პროდუქტი მაცივრიდან გამოყენებამდე ერთი
საათით ადრე.
აუცილებლად თავისუფლად შეახვიეთ უმი ხორცი
და ფრინველი პოლიეთილენის პარკში ან
ალუმინის ფოლგაში. ამით თავიდან აიცილებთ
პროდუქტის გამოშრობას.
აუცილებლად შეახვიეთ თევზი და გულ-ღვიძლი
პოლიეთილენის პარკში.
აუცილებლად შეახვიეთ მძაფრი სუნის მქონე
პროდუქტი ან პროდუქტი, რომელიც შეიძლება
გამოშრეს, პოლიეთილენის პარკში ან ალუმინის
ფოლგაში, ან მოათავსეთ ჰერმეტულ
კონტეინერში.
აუცილებლად კარგად შეახვიეთ პური.
აუცილებლად გააცივეთ თეთრი ღვინო, ლუდი, და
მინერალური წყალი გამოყენებამდე.
აუცილებლად ხშირად შეამოწმეთ საყინულის
შიგთავსი.
აუცილებლად შეინახეთ პროდუქტი რაც შეიძლება
მოკლე დროის განმავლობაში, დაიცავით
მითითებები ვარგისიანობის ვადის შესახებ.
აუცილებლად შეინახეთ სამრეწველო პირობებში
გაყინული პროდუქტი შეფუთვაზე მოყვანილი
ინსტრუქციის შესაბამისად.
აუცილებლად ყოველთვის შეარჩიეთ
მაღალხარისხიანი ახალი პროდუქტი და
საგულდაგულოდ გარეცხეთ გაყინვამდე.
აუცილებლად გაყინეთ უმი პროდუქტი მცირე
პორციებით, სწრაფი გაყინვის
უზრუნველსაყოფად.
აუცილებლად შეახვიეთ ყველანაირი პროდუქტი
ალუმინის ფოლგაში ან საყინულისთვის
განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებში ისე,
რომ რაც შეიძლება ნაკლები ჰაერი მოხვდეს.
აუცილებლად შეახვიეთ გაყინული პროდუქტი
შეძენისთანავე და რაც შეიძლება მალე
მოათავსეთ საყინულეში.
აუცილებლად გაალღვეთ პროდუქტი მაცივრის
განყოფილებაში.
არ
შეინახოთ ბანანი მაცივრის განყოფილებაში.
არ
შეინახოთ ნესვი მაცივრის განყოფილებაში.
შესაძლებელია ცელოფანში გახვეული
ნესვის გაგრილება მოკლე დროით, რათა
არომატი არ გადავიდეს სხვა პროდუქტზე.
არ
დაფაროთ თაროები დამცავი მასალით,
რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს
ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას.
არ
შეინახოთ შხამიანი ან სახიფათო
ნივთიერებები მოწყობილობაში. იგი
განკუთვნილია მხოლოდ საკვები
პროდუქტების შესანახად.
არ
გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც
ზედმეტად ხანგრძლივი დროის
განმავლობაში ინახებოდა მაცივარში.
არ
შეინახოთ მზა და უმი პროდუქტი ერთ
კონტეინერში. მზა და უმი პროდუქტი ცალ-
ცალკე უნდა შეფუთოთ და შეინახოთ.
არ
დაუშვათ გალღობილი პროდუქტის ან
პროდუქტის წვეთების მოხვედრა სხვა
პროდუქტზე.
არ
დატოვოთ კარი დიდხანს ღია, რადგან ეს
გაზრდის მოწყობილობის ექსპლუატაციის
ხარჯებს და წარმოქმნის ზედმეტ ყინულს
მაცივარში.
არ
გამოიყენოთ ბასრი საგნები, როგორიცაა
დანა და ჩანგალი, ყინულის
მოსაცილებლად.
არ
მოათავსოთ ცხელი პროდუქტი
მოწყობილობაში. დაელოდეთ, სანამ
პროდუქტი გაცივდება.
არ
მოათავსოთ საყინულეში სითხის შემცველი
ბოთლები ან დახუფული კონსერვები,
რომლებიც კარბონატულ სითხეებს შეიცავს,
რადგან ისინი შეიძლება აფეთქდეს.
არ
გადააჭარბოთ გაყინვის მაქსიმალურ
დატვირთვას უმი პროდუქტის გაყინვისას.
არ
მისცეთ ბავშვებს საყინულიდან
გამოღებული ნაყინი და ყინული. დაბალმა
ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს
ტუჩის „ცივი დამწვრობა“.
არ
გაყინოთ გაზიანი სასმელები.
არ
შეეცადოთ გალღობილი გაყინული
პროდუქტის შენახვას; იგი აუცილებლად
უნდა გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში
ან მოამზადოთ და ხელახლა გაყინოთ.
არ
გამოიღოთ პროდუქტი საყინულიდან
სველი ხელებით.
37
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...