
GE
გამოყენების ინსტრუქცია
მოთხოვნები ელექტროკვების მიმართ
სანამ ჩართავთ ჩანგალს როზეტში, დარწმუნდით, რომ
ძაბვა და სიხშირე, რომლებიც მითითებულია
მოწყობილობის შიგნით არსებულ ტექნიკურ
პასპორტში, შეესაბამება თქვენს ელექტროენერგიის
წყაროს.
გირჩევთ, მიუერთოთ ეს მოწყობილობა ელექტროკვების
წყაროს სწორად ჩართული და დაცული, ადვილად
ხელმისაწვდომი როზეტის მეშვეობით.
გაფრთხილება! ეს მოწყობილობა აუცილებლად უნდა
დამიწდეს.
ელექტრული მოწყობილობის რემონტი უნდა ჩატარდეს
მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
არაკვალიფიციური პირის მიერ ჩატარებულ
არასათანადო რემონტს შეიძლება მოჰყვეს კრიტიკული
შედეგები მოწყობილობის მომხმარებლისთვის.
ყურადღება!
ეს მოწყობილობა მუშაობს R600a აგენტით, რომელიც
წარმოადგენს გარემოსთვის უსაფრთხო, თუმცა აალებად
აირს. პროდუქტის ტრანსპორტირების და ადგილზე
დაფიქსირების დროს, ფრთხილად იმოქმედეთ, რათა
გაგრილების სისტემა არ დააზიანოთ. გაგრილების
სისტემის დაზიანების შემთხვევაში, თუ სისტემიდან
აირი ჟონავს, მოარიდეთ მოწყობილობა ცეცხლს და
გაანიავეთ ოთახი.
გაფრთხილება -
ნუ გამოიყენებთ მექანიკურ
მოწყობილობებს გალღობის პროცესის დაჩქარების
მიზნით, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული
მოწყობილობების გარდა.
გაფრთხილება -
ნუ დაარღვევთ სამაცივრო ციკლს.
გაფრთხილება -
ნუ გამოიყენებთ ელექტრულ
მოწყობილობებს პროდუქტის შესანახი განყოფილების
შიგნით, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული
მოწყობილობების გარდა.
გაფრთხილება -
ელექტროკვების სადენის დაზიანების
შემთხვევაში, საჭიროა შეცვალოთ იგი მწარმოებლის,
მისი მომსახურების აგენტის ან სხვა კვალიფიციური
პირის მიერ მოწოდებული სადენით, საფრთხის
თავიდან ასაცილებლად.
ტრანსპორტირების ინსტრუქცია
1. მოწყობილობის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს
მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
ტრანსპორტირების დროს შეფუთვა არ უნდა
დაზიანდეს.
2. თუ ტრანსპორტირებისას მოწყობილობა
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო, პირველი 4
საათის განმავლობაში არ უნდა ჩართოთ, რათა სისტემა
დარეგულირდეს.
3. ზემოთ ჩამოთვლილი მითითებების დაუცველობამ
შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის დაზიანება,
რომელზეც მწარმოებელი არ აგებს პასუხს.
4. აუცილებელია დაიცვათ მოწყობილობა წვიმისგან,
სინესტისა და სხვა ატმოსფერული ზემოქმედებისგან.
მნიშვნელოვანია!
• მოწყობილობის გაწმენდის/ტრანსპორტირების დროს
აუცილებელია გამოიჩინოთ განსაკუთრებული
სიფრთხილე, არ შეეხოთ კონდენსატორის ლითონის
სადენებს მოწყობილობის უკანა მხარეს, რადგან ამით
შეიძლება თითები და ხელები დაიზიანოთ.
• ნუ შეეცდებით მოწყობილობაზე დაჯდომას ან დგომას,
რადგან იგი არ არის განკუთვნილი ასეთი
გამოყენებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება
ტრავმა მიიღოთ ან მოწყობილობა დაზიანდეს.
• დარწმუნდით, რომ ელექტროკვების კაბელი არ
დაზიანდა მოწყობილობის ქვეშ გადაადგილების და
გადატანის დროს, რადგან ამ დროს კაბელი შეიძლება
დაზიანდეს.
• არ მისცეთ ნებართვა ბავშვებს, ითამაშონ
მოწყობილობით ან მისი მართვის საშუალებებით.
მონტაჟის ინსტრუქცია
1. ნუ განათავსებთ მოწყობილობას ოთახში, სადაც
არსებობს ტემპერატურის 10 გრადუსზე C (50 გრადუსზე
F) დაბლა დაცემის ალბათობა ღამით და/ან
განსაკუთრებით ზამთარში, რადგან მოწყობილობა
განკუთვნილია +10-დან +38 გრადუსამდე C (50-დან 100
გრადუსამდე F) ტემპერატურის პირობებში
მუშაობისთვის. უფრო დაბალი ტემპერატურის
პირობებში მოწყობილობამ შეიძლება ვერ იმუშაოს, რაც
შეამცირებს პროდუქტის შენახვის პერიოდის
ხანგრძლივობას.
2. ნუ განათავსებთ მოწყობილობას ღუმელთან ან
გამათბობელთან ახლოს, ან მზის პირდაპირი სხივების
ქვეშ, რადგან ეს გამოიწვევს მოწყობილობის ფუნქციების
არასწორად მუშაობას. თუ მოწყობილობა
დამონტაჟებულია სითბოს წყაროსთან ან სხვა
საყინულესთან ახლოს, დაიცავით შემდეგი მინიმალური
მანძილი მოწყობილობებს შორის:
ღუმელიდან 30 მმ
გამათბობლიდან 300 მმ
საყინულიდან 25 მმ
3. დარწმუნდით, რომ მოწყობილობის გარშემო
უზრუნველყოფილია საკმარისი სივრცე ჰაერის
თავისუფალი ცირკულაციისთვის (ელემენტი 2).
• დაამონტაჟეთ სავენტილაციო ხუფი მაცივრის უკანა
მხარეს, მაცივარსა და კედელს შორის მანძილის
დასაყენებლად (ელემენტი 3).
33
Содержание CSA31021X
Страница 2: ......
Страница 5: ...1 ...
Страница 6: ...2 3 4 9 5 6 7 8 ...
Страница 7: ...10 ...
Страница 47: ......
Страница 48: ...4578331230 AE PL CZ SK EN GE ...