
- ქართული 84 -
-
დარწმუნდით, რომ არ გადაგივსიათ წყლის რეზერვუარი
(მაქს. 200 მლ). არ გადააჭარბოთ საზომ ჭიქაზე
მითითებულ მაქსიმალურ დონის მაჩვენებელს.
-
ორთქლით დამუშავების პროცესის დროს
ხელახლა არ შეავსოთ წყლის რეზერვუარი,
რადგან შედეგად მოწყობილობიდან შეიძლება
გამოვიდეს ცხელი წყალი და ორთქლი.
-
საჭიროების შემთხვევაში, თავსახურის
გახსნამდე და დასაბლენდერებლად მეტი ინგრედიენტის
ჩამატებამდე ყოველთვის დარწმუნდით, რომ ორთქლით
დამუშავების შემდეგ ჭურჭლის თავსახური საკმარისად
გაგრილდა.
-
მოწყობილობა არ შეაერთოთ გარე გამომრთველ
მოწყობილობასთან, როგორიცაა წამმზომი, ან ქსელში,
რომელიც ხშირად ირთვება და ითიშება ელექტროენერგიის
მომწოდებელი კომპანიის მიერ. ეს თავიდან აგარიდებთ
საფრთხეს, რომელიც ავარიული თერმული დამცველის
შემთხვევით გამორთვის შედეგად შეიძლება შეიქმნას.
-
ყოველთვის შეამოწმეთ ბავშვისთვის განკუთვნილი
საჭმლის ტემპერატურა ხელის მტევნით, სანამ ბავშვს
გამოკვებავთ.
-
ყოველთვის შეამოწმეთ ბავშვისთვის განკუთვნილი
საჭმლის კონსისტენცია. დარწმუნდით, რომ საჭმელი არ
შეიცავს დიდ ნაჭრებს.
-
როცა ორთქლით დამუშავების პროცედურა (მაქს. 20 წუთი)
დასრულდება, არ შეაცხელოთ ან დაორთქლოთ
ჩვილისთვის განკუთვნილი საჭმელი ხელახლა.
-
ჭურჭლიდან საკვების ამოსაღებად გამოიყენეთ მხოლოდ
სპეციალური სპატულა.
-
ნადებისგან რეგულარული გაწმენდა მოწყობილობას
დაზიანებისგან დაიცავს.