144
8
ვინაიდან ნადებისგან გასუფთავების პროცესში Calc-Clean-ის კონტეინერი ცხელდება, დაიცადეთ
დაახლ. 5 წუთი მასთან შეხებამდე. ამის შემდეგ Calc-Clean-ის კონტეინერი მიიტანეთ ნიჟარასთან,
დაცალეთ და შეინახეთ სამომავალო გამოყენებისთვის (სურ. 25).
9
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, გაიმეოროთ ნაბიჯები 1-დან 8-ის ჩათვლით. ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ Calc-Clean-ის კონტეინერი
დაცალეთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს უთოს ძირიდან სუფთა წყალი შეიძლება გამოვიდეს,
თუ უთოს შიგნით ნადები არ დაგროვებულა. ეს ნორმალურია.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად
იხილეთ ვიდეოები შემდეგ ბმულზე: http://www.philips.com/descaling-iron.
ძირის გაწმენდა
მოწყობილობის სათანადოდ მოვლისთვის გაწმინდეთ ის რეგულარულად.
1
გაწმინდეთ მოწყობილობა ნოტიო ქსოვილით.
2
ლაქების მარტივად და ეფექტურად მოსაშორებლად უთოს ძირი გაცხელების შემდეგ ნოტიო
ქსოვილს გადაატარეთ (სურ. 26).
მინიშნება: რეგულარულად გაწმინდეთ ძირი, რათა უზრუნველყოთ გლუვი სრიალი.
შენახვა
1
გამორთეთ ორთქლის გენერატორი და გამოაერთეთ ის.
2
გამოღვარეთ წყალი წყლის რეზერვუარიდან ნიჟარაში (სურ. 27).
3
დაკეცეთ წყლის მიწოდების მილი. წყლის მიწოდების მილი დაახვიეთ, მოათავსეთ შესანახ
მოწყობილობაში და უსაფრთხოდ დაამაგრეთ ჩამჭიდით (სურ. 28).
4
დაახვიეთ ძირითადი კაბელი და Velcro-ს შესაკრავით შეკარით (სურ. 29).
5
ქვესადგამზე უთოს დასამაგრებლად დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს
(სურ. 30).
6
ქვესადგამზე დამაგრებული მოწყობილობის გადატანა ცალი ხელით შეგიძლიათ უთოს
სახელურის გამოყენებით (სურ. 31).
პრობლემების აღმოფხვრა
ამ თავში შეჯამებულია ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომლებსაც მოწყობილობის
გამოყენებისას შეიძლება შეხვდეთ. თუ პრობლემას ვერ აგვარებთ ქვემოთ მოცემული
ინფორმაციით, ეწვიეთ
www.philips.com/support
ხშირად დასმული კითხვების სიისთვის ან
დაუკავშირდით მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს თქვენს ქვეყანაში.
პრობლემა
შესაძლო მიზეზი
გადაწყვეტა
უთო არ გამოსცემს
ორთქლს.
წყლის რეზერვუარში
საკმარისი ოდენობის
წყალი არაა.
შეავსეთ წყლის რეზერვუარი MIN
ნიშნულზე ზემოთ. დააჭირეთ და
არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს,
სანამ ორთქლი არ გამოვა. ორთქლის
გამოსვლას 30 წამი შეიძლება დასჭირდეს.
თქვენ არ დააჭირეთ
ორთქლის გამომშვებს.
დააჭირეთ და არ აუშვათ ორთქლის
გამომშვებს, სანამ ორთქლი არ გამოვა.
ნადებისგან გასუფთავების
პროცედურის
შესრულებამდე ორთქლის
მიწოდების ფუნქცია
გამორთული იქნება.
ორთქლის გამოშვების ფუნქციის
აღსადგენად შეასრულეთ ნადებისგან
გასუფთავების პროცედურა. (იხ. თავი
„გასუფთავება და მოვლა-შენახვა“)
ქართული