141
ქართული
წყლის რეზერვუარის შევსება
1
წყლის რეზერვუარი შეავსეთ ყოველი გამოყენების წინ და ასევე მაშინ, როცა რეზერვუარში
წყლის დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება. გამოყენების პროცესში წყლის რეზერვუარის
შევსება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
2
მოწყობილობიდან მოხსენით წყლის რეზერვუარი (სურ. 4).
3
აავსეთ წყლის რეზერვუარი ნიშნულამდე MAX (სურ. 5).
4
წყლის რეზერვუარი ჩასვით თავის ადგილზე. მოწყობილობაში თავდაპირველად ჩადეთ მისი
ქვედა ნაწილი.
5
წყლის რეზერვუარის ზედა ნაწილს დააწექით ადგილზე მიბჯენამდე („ჩხაკუნი“) (სურ. 6).
მოწყობილობის გამოყენება
ქსოვილები, რომელთა დაუთოება დაშვებულია
გაფრთხილება: არ დააუთოოთ ქსოვილები, რომელთა დაუთოება ნებადართული არ არის.
-
ქსოვილები ამ სიმბოლოები დაუთოებადია. მაგალითად, სელი, ბამბა, პოლიესთერი, აბრეშუმი,
მატყლი, ვისკოზა და ხელოვნური აბრეშუმი (სურ. 7).
-
ამ სიმბოლოს მქონე ქსოვილების დაუთოება არ შეიძლება (სურ. 8). ასეთ ქსოვილებს
მიეკუთვნება სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა სპანდექსი ან ელასტანი, სპანდექსის
შემცველი ქსოვილები და პოლიოლეფინები (მაგ., პოლიპროპილენი). არ შეიძლება არც
ტანსაცმელზე დატანილი სურათების დაუთოება.
დაუთოება
1
ორთქლის გენერატორი მოათავსეთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
შენიშვნა: უსაფრთხო დაუთოების უზრუნველყოფის მიზნით გირჩევთ, უთოს ძირი ყოველთვის
მყარ საუთოო დაფაზე დადოთ.
2
დარწმუნდით, რომ წყლის რეზერვუარში საკმარისი წყალია.
3
ელექტროქსელის კაბელის შტეკერი შეაერთეთ კედლის დამიწებულ როზეტში და ორთქლის
გენერატორის ჩასართავად დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს. დაელოდეთ, სანამ
მზადყოფნის ინდიკატორი თანაბრად არ აინთება (სურ. 9). ამას დასჭირდება დაახლ. 2 წუთი.
4
წყლის მისაწოდებელი მილი ამოიღეთ წყლის მისაწოდებელი მილის შესანახი
განყოფილებიდან.
5
დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს, რათა მოხსნათ უთო ქვესადგამიდან
(სურ. 10).
6
დაუთოების დასაწყებად დააჭირეთ და ხელი არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს (სურ. 11).
ყურადღება! ორთქლი არ მიმართოთ ადამიანებისკენ.
7
საუკეთესო დაუთოების შედეგების მისაღებად ორთქლით დაუთოების შემდეგ ქსოვილს უთო
გადაუუსვით ორთქლის გამოშვების გარეშე.
შენიშვნა: მოწყობილობის პირველად გამოყენებისას ორთქლის გამოშვებას 30 წამი შეიძლება
დასჭირდეს.
შენიშვნა: ტუმბო აქტიურდება ყოველ ჯერზე, როცა ორთქლის გამომშვებს აჭერთ თითს. ამ დროს
შეიძლება გაიგონოთ სუსტი ტკაცუნის ხმა, რაც ნორმალურია. ტუმბოს მიერ გამოცემული ხმა უფრო
მაღალი იქნება, როცა რეზერვუარი წყლისგან დაიცლება. წყლის რეზერვუარი შეავსეთ წყლით, თუ
წყლის დონე მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდება.
ორთქლის უფრო ძლიერი ნაკადის გამოსაშვებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ TURBO რეჟიმი,
რომელიც უსაფრთხოა ყველა ქსოვილისთვის, რომელთა დაუთოება დაშვებულია.
ისეთი ქსოვილებისთვის, როგორიცაა ბამბა, ჯინსი და სელი რეკომენდებულია TURBO რეჟიმის
გამოყენება.