39
GE
1. საგარანტიო ვადა
საგარანტიო ვადა ყველა წყლის გამაცხელებელზე - 1 წელი.
ქვემოთ ჩამოთვლილი ცალკეული სერიების შემადგენელ ნაწილებზე:
ფოლადი მინანქრის საფარით
- წყლის შემცველი ავზი სერიებით
LYDOS R ABS
- 5 წელი
.
2. საგარანტიო მომსახურების პირობები.
მოცემული საგარანტიო ბარათი, გათვალისწინებული პირობების დაცვისას იძლევა
წყალგამაცხელებლის და მისი შემადგენელი ნაწილების უფასო საგარანტიო რემონტის
უფლებას. საგარანტიო რემონტი ხორციელდება წყალგამაცხელებლის დამონტაჟების
ადგილზე ავტორიზებული სერვის ცენტრის მეშვეობით, რომლის შესახებაც ინფორმაცია
მითითებულია ბარათის დანართში. მისი არარსებობის ან არანამდვილობის შემთხვევაში,
ასევე სერვის ცენტრის მიერ გარანტიის პირობების დარღვევისას, თქვენ შეგიძლიათ
მიმართოთ სავაჭრო ორგანიზაციას და კომპანია-მწარმოებლის წარმომადგენლობას.
პირველ პუნქტში (1) მითითებული საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყება მოწყობილობის
გაყიდვის დღიდან.
მოწყობილობის გაყიდვის თარიღი მითითებულია საგარანტიო ბარათში და შესყიდვის
ქვითარზე.
ბარათში ან ჩეკზე გაყიდვის თარიღის არარსებობის შემთხვევაში, საგარანტიო ვადა
გამოითვლება მოწყობილობის დამზადების მომენტიდან. წყალგამაცხელებლის
დამზადების თარიღი და ტექნიკური მახასიათებლები მითითებულია საიდენტიფიკაციო
ფირფიტაზე, რომელიც განთავსებულია მოწყობილობის კორპუსზე.
საგარანტიო ვადები წყალგამაცხელებლების და მათი შემადგენელი ნაწილების
მიმართ, რომლებიც გადაცემულია მომხმარებლისათვის არასათანადო ხარისხის
წყალგამაცხელებლების და მათი შემადგენელი ნაწილების სანაცვლოდ, იწურება
საგარანტიო ვადის ბოლო დღეს, რომელიც დადგენილია შეცვლილ წყალგამაცხელებელზე
ან მის შემადგენელ ნაწილზე.
მაგნეზიუმის ანოდი წარმოადგენს სახარჯო მასალას და არ ექვემდებარება შეცვლას
გარანტიით.
საგარანტიო ბარათი
ელექტროწყალგამაცხელებლები
გთხოვთ შეინახოთ ბარათი მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. მოწყობილობის
ყიდვის დროს მოითხოვეთ საგარანტიო ბარათის შევსება. გთხოვთ, დაათვალიეროთ
წყალგამაცხელებელი და შეამოწმოთ კომპლექტაცია საგარანტიო ბარათის შევსებამდე.
მოწყობილობის გარე ზედაპირის მექანიკური დაზიანებისა და სრული კომპლექტაციის
არარსებობის შემთხვევაში, გაყიდვის შემდგომ პრეტენზიები არ მიიღება. საგარანტიო
რემონტისთვის წარადგინეთ მოსახევი ბარათი ქვითართან ერთად, სადაც მითითებულია
შეძენის თარიღი. აღნიშნული ბარათის არწარდგენის, მისი არასწორად შევსების ან სავაჭრო
ორგანიზაციის ბეჭდის გარეშე, ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება და
შეკეთება არ წარმოებს.
მოდელი
მოდელის კოდი
სერიული ნომერი
სავაჭრო ორგანიზაცია ..........................................................................................................................
(საწარმო-გამყიდველის სახელწოდება, ადგილმდებარეობა და ბეჭედი)
....................................................................................................................................................................
შეამოწმა და გაყიდა ...............................................................................................................................
(გვარი, სახელი,მამის სახელი, გამყიდველის ხელმოწერა)
გაყიდვის თარიღი „ ............“ 20 ...... წ.
ვეთანხმები გარანტიის პირობებს
(გვარი, სახელი,მამის სახელი, მყიდველის ხელმოწერა)