43
KA
სიფრთხილის ზომები
გმადლობთ კომპანია Gazer მაღალი წარმადობისა და მრავალფუნქციური LED ტელევიზორის არჩევისათვის. ის მოგანიჭებთ თქვენ საუკეთესო
აუდიოვიზუალურ სიამოვნებას. მოწყობილობის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფაქტორებს, რომელნიც გავლენას ახდენენ უსაფრთხოებაზე, ხოლო თავად
პროდუქტი კი გადის მკაცრ ტესტირებას წარმოების შემდეგ.
თუმცა, არასწორმა ექსპლუატაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროდენის დარტყმა
ან ხანძარი. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მოწყობილობის მომსახურების ვადის გასახანგრძლივებლად, გთხოვთ წაიკითხოთ მომხმარებლის
სახელმძღვანელო და დაიცვათ ტექნიკური უსაფრთხოების წესები
. გთხოვთ შეინახოთ მომხმარებლის სახელმძღვანელო შემდგომი გამოყენებისათვის.
სიფრთხილის ზომები
1.
ტელევიზორი ჩართეთ ქსელში მხოლოდ მხოლოდ ცვლადი ზაბვის
100-240
v 50/60 hz
პირობებში.
2.
ელექტროშოკის თავიდან ასაცილებლად, არ მოხსნათ მოწყობილობიდან
უკანა საფარი.
3.
მოწყობილობის აალების თავიდან ასაცილებლად დაიცავით
ტელევიზორი წვიმის, წყლის ან სხვა ნებისმიერი ტენიანობის
ზემოქმედებისაგან. არ გამოიყენოთ ტელევიზორი წყალთან ახლოს.
4.
არ დაბლოკოთ სავენტილაციო ხვრელები.
5.
არ დააყენოთ ტელევიზორი სითბოს ისეთ წყაროებთან ახლოს,
როგორიცაა რადიატორები, ღუმელები, ან ნებისმიერ სხვა სითბოს
გამომყოფ ობიექტებთან.
6.
ყურადღებით გაშალეთ დენის კაბელი, ისე, რომ არ დააზიანოთ იგი.
7.
არ შეართოთ ძალიან ბევრი მოწყობილობა ერთ “როზეტკაში” - ამან
შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს, მაღალი ელექტრომოხმარების გამო
8.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა, თუ დენის კაბელი დაზიანებულია.
ამან შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და აალება. შეცვალეთ
დაზიანებული კაბელი.
9.
იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორი დამონტაჟებულია სიმაღლეზე ან
დამაგრებულია სპეციალურ კრონშტეინებზე - იყავით მოწყობილობასთან
ფრთხილად, რათა თავიდან აიცილოთ ტელევიზორის გადმოვარდნით
გამოწვეული ტრავმა.
10.
გამორთეთ ტელევიზორი დენის წყაროდან ჭექა-ქუხილის დროს ან
მაშინ, როდესაც არ იყენებთ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
11.
ნუ ეცდებით დამოუკიდებლად მოწყობილობის შეკეთებას.
12.
შესაკეთებლად ან ტელევიზორის ტექნიკური მომსახურების მიზნით
მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, სერვის ცენტრებს.
13.
ტელევიზორის მტვერისგან ან ჭუჭყისგან გასაწმენდად გამოიყენეთ
ქსოვილი ბეწვის გარეშე.
14.
მწარმოებელი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ტელევიზორის
კომპლექტაციაში, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში წინასწარი
გაფრთხილების გარეშე.
ტერმინები
HDMI
და
HDMI High-Definition Multimedia
Interface,
და ლოგო
HDMI
წარმოადგენენ სავაჭრო
ნიშნებს ან რეგისტრირებულ სავაჭრო მარკებს
HDMI
Licensing Administrator, Inc.
აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.
ყურადღება
•
არ დაუშვათ ბავშვების ტელევიზორზე ასვლა.
•
შეინახეთ წვრილი აქსესუარები ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას, რათა თავიდან იქნას აცილებული მათ გადაყლაპვა.
•
ტელევიზორის მდებარეობის ან დახრის კუთხის დასარეგილერებლად,
გამოიღეთ ყველა სადენი და ნელა გადაადგილეთ იგი, რომ დავარდნისგან
დაიცვათ.
•
არ მიაყენოთ ხახუნის ძალა მძიმე საგნით, არ დაარტყათ, არ გაღუნოთ
და ნუ მოახდენთ ზეწოლას ეკრანზე.
•
არ გამოიყენოთ ტელევიზორი დაუყოვნებლივ ტრანსპორტირების
შემდეგ, ადგილებში სადაც უფრო მაღალი ან დაბალი ტემპერატურაა,
ამან შეიძლება გამოიწვიოს კონდენსატის წარმოქმნა მოწყობილობის
შიგნით და მუშაობის შეფერხება.
•
ტელევიზორის ხელით გადატანისას, უმჯობესია ქვემოდან და
კუთხეებიდან აიღოთ. არ მიაყენოთ ძალა ეკრანის ზედაპირს.
•
ერთი და იგივე გამოსახულების ჩვენება დიდი ხნის განმავლობაში
და ან აქტიური გამოსახულების ჩვენებისას ფიქსირებული
სიტყვებით, ლოგოთი - ტოვებს ნარჩენ თვალსაჩინო კვალს ეკრანზე,
რომელიც იქნება შესამჩნევი დიდი ხნის განმავლობაში მას
შემდეგ, რაც გამორთავთ და ჩართავთ ტელევიზორს. ნარჩენი კვალი
გამოსახულებიდან არ წარმოადგენს საგარანტიო შემთხვევას.
•
იმისათვის რომ ტელევიზორის ყურებამ ჯანმრთელობას ზიანი არ
მიაყენოს უნდა გათვალისწინებულ იქნას რამდენიმე რეკომენდაცია:
1.
უყურეთ ტელევიზორს სათანადო განათების ფონზე; ცუდი
განათება ან დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზორის ყურებამ
შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მხედველობას;
2.
დააყენეთ მისაღებ დონეზე ხმა, რათა არ დაზიანდეს თქვენი
სმენა.
•
ტექნიკური
სპეციფიკაციები,
რომელნიც
მომხმარებლის
სახელმძღვანელოსა და შეფუთვაზეა მითითებული შეიძლება შეიცვალოს
წინასწარი შეტყობინების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი
აქვს უმნიშვნელო გადახრას მომხმარებლის სახელმძღვანელოსა და
ტელევიზორის ფაქტობრივ ფუნქციონირებას შორის, ამ უკანასკნელს
აქვს უპირატესობა.