პარამეტრების გაცნობიერება
შენიშვნა: ბოთლებისა და სხვა ნივთების სტერილიზაციამდე, საჭიროა მათი
გარეცხვა.
სტერილიზატორში მოათავსეთ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც შესაფერისია
სტერილიზაციისთვის. სტერილიზაცია არ ჩაუტაროთ საგნებს, რომლებიც სითხით
არის სავსე, მაგ., გამაგრილებელი სითხით სავსე საწოვარას.
სტერილიზაცია
•
სტერილიზაციის რეჟიმი განკუთვნილია ბავშვის
საგნების სტერილიზაციისთვის.
•
სტერილიზაციის ციკლს დაახლოებით 10 წუთი
სჭირდება.
•
გაცხელებას დაახლოებით 4 წუთი სჭირდება,
ხოლო სტერილიზაციას დაახლოებით 6 წუთი.
•
დარწმუნდით, რომ ზუსტად 130 ml წყალი ჩაასხით
ძირში განთავსებულ წყლის რეზერვუარში.
ავტომატური
•
ავტომატური რეჟიმი ბავშვის საგნების ერთ
ჯერზე სტერილიზაციისა და გაშრობისთვისაა
განკუთვნილი.
•
ავტომატურ ციკლს დაახლოებით 40 წუთი
სჭირდება.
•
„ავტომატური” რეჟიმის გამოყენებისას,
მოწყობილობა თავდაპირველად იწყებს
სტერილიზაციას და შემდეგ ავტომატურად
დაიწყება გაშრობა. სტერილიზაციის ციკლს
დაახლოებით 10 წუთი სჭირდება, ხოლო
გაშრობის ციკლს დაახლოებით 30 წუთი.
•
დარწმუნდით, რომ ზუსტად 130 ml წყალი ჩაასხით
ძირში განთავსებულ წყლის რეზერვუარში.
მშრალი
•
გაშრობის რეჟიმი ბავშვის საგნების
გაშრობისთვისაა განკუთვნილი.
•
გაშრობის ციკლს დაახლოებით 30 წუთი
სჭირდება.
•
როდესაც ბავშვის საგნებს აშრობთ, არ დაამატოთ
წყალი ძირითადი მოწყობილობის წყლის
რეზერვუარში.
- ქართული 71 -
Содержание Avent SCF293
Страница 1: ...SCF293 ...
Страница 213: ... 2022 Koninklijke Philips N V All rights reserved 20 04 2022 ...