47
GE
2.2. ჰიდრავლიკური შეერთება
ყურადღება! მიწოდების კომპლექტში შემავალი დამცავი სარქველის დამონტაჟება არის სავალდებულო
მოთხოვნა. აკრძალულია ნებისმიერი ჩამკეტი არმატურის დამონტაჟება დამცავ სარქველსა და
წყალგამაცხელებელში ცივი წყლის შესავალს შორის, ასევე დამცავი სარქველის წყალჩასაშვები ხვრელის
ბლოკირება. წყალგამაცხელებლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება უნდა განხორციელდეს დრეკადი
შეერთებების დახმარებით.
სტანდარტული მიერთება
2.2.1.
მიწოდების კომპლექტში შემავალი დამცავი სარქველი (A ნახ.2) უნდა დაყენდეს წყლის გამაცხელებელში
ცივი წყლის შესავალზე (აღნიშნულია ლურჯი რგოლით).
2.2.2.
შეურთეთ დამცავი სარქველის შემშვები მილყელი ცივი წყლის მაგისტრალთან მილის ან დრეკადი მილის
მეშვეობით.
2.2.3.
შეუერთეთ წყალგამაცხელებლიდან ცხელი წყლის გამოსასვლელს (აღნიშნულია წითელი რგოლით) მილი ან
დრეკადი მილი, წყლის სახარჯ ადგილში წყლის მისაწოდებლად.
2.2.4.
მომსახურების მოხერხებულობისათვის რეკომენდირებულია სამკაპის დაყენება ჩამკეტი ონკანით (B ნახ. 2)
წყალგამაცხელებელში ცივი წყლის შესასვლელსა და დამცავ სარქველს შორის. ეს იძლევა წყალგამაცხელებლიდან
წყლის გაშვების საშუალებას დამცავი სარქველის დემონტაჟის გარეშე.
2.2.5.
ავზში წყლის მიწოდების ხელის შესაწყობად წყლის დაცლის დროს რეკომენდირებულია სამკაპის დაყენება
ჩამკეტი ონკანით წყალგამაცხელებლიდან ცხელი წყლის გამოსასვლელზე.
2.2.6. წყალსადენის ქსელის 5 ბარზე მაღალი წნევის დროს აუცილებელია დამცავი სარქველის წინ წყლის წნევის
რეგულატორის დაყენება.
2.2.7.
მოწყობილობა არ არის გათვილი 12
0
F-ზე ნაკლები სიხისტის წყალთან სამუშაოდ. 25
0
F-ზე მეტი სიხისტის
მქონე წყლის შემთხვევაში, მინადუღის წარმოქმნისა და სათბობი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობის
შესამცირებლად, აუცილებელია მარბილებლის გამოყენება. ამასთან წყლის სიხისტე არ უნდა დაეცეს 15
0
F-ზე
ქვემოთ.
წყლის ღია რეზერვუართან შეერთება.
2.2.8. წყალი რეზერვუარიდან წყლის გამაცხელებელში თვითდინებით შემოდის. ამასთან რეზერვუარი უნდა
იმყოფებოდეს წყლის გამაცხელებლის ზედა წერტილიდან 2 მეტრით ზემოთ. შეერთების მოცემული ვარიანტის
შემთხვევაში დამცავი სარქველი არ არის აუცილებელი.
2.3.
ელექტრული მიერთება
ყურადღება! მოწყობილობის ელექტრული მონტაჟი უნდა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის
მიერ უსაფრთხოების წესების დაცვით. მწარმოებელი კომპანია არ არის პასუხისმგებელი მოწყობილობის
დაზიანებებზე არასწორი დამიწების ან ელექტროკვების წყაროს არასწორი პარამეტრების შედეგად.
2.3.1.
თუ წყალგამაცხელებელს გააჩნია ელ.სადენი და ჩანგალი - შეუერთეთ იგი ელექტროკვების წყაროს.
2.3.2.
იმ შემთხვევაში, თუ წყლაგამაცხელებელს არ აქვს თანდართული ელ. სადენი, მის ქსელში ჩასართავად
გამოიყენეთ შესაბამისი ტიპის ელ. სადენი (ტიპი H05VV-F 3х1,5 მმ2, Ø 8,5 მმ). მოხსენით წყალგამაცხელებლის
ხუფი. დააფიქსირეთ ელ. სადენი მოწყობილობის თავსახურში არსებულ ხვრელში და მიუერთეთ ხრახნიანი
მომჭერი თერმოსტატზე. დააფიქსირეთ თითოეული სადენი შესაბამისი დამჭერით.
2.3.3.
აუცილებელია წყალგამაცხელებლის დამიწება. დამიწების სქემა უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრული
პოტენციალის არარსებობას წყალგამაცხელებლის კორპუსზე. დამიწების სადენი (ყვითელ-მწვანე ფერის) უნდა
მიუერთდეს სიმბოლოთი აღნიშნულ კლემას. მიაერთეთ ელექტროკვების სადენი სადენის დამჭერით.
დარწმუნდით, რომ ელექტროკვების წყაროს პარამეტრები შეესაბამება საიდენტიფიკაციო ფირფიტაზე არსებულ
წყალგამაცხელებლის ტექნიკურ მახასიათებლებს.
საინდიკატორო
ნათურის კონტაქტი
დამიწება
ელ. კვება
სამოდელო რიგი
30
SLIM
40
SLIM
50
SLIM
65
SLIM
80
SLIM
50
80
100
120
150
წონა
(კგ)
მინანქარი
12
14
17
19
21
15
19
23
28
32
უჟანგავი
ფოლადი
9
11
12
14
16
12
15
17
20
25