
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
5 / KA
2
მნიშვნელოვანი ინსტრუქციები გარემოს დაცვის შესახებ
2.1 ელექტრონული ნარჩენების შესახებ (WEEE) დერექტივის შესაბამისობა
ეს პროდუქტი შეესაბამება დერექტივას ელექტრონული ნარჩენების შესახებ
(2012/19/EU). ამ პროდუქტს აქვს ელექტრო და ელექტრონიული ნარჩენების
(WEEE) სიმბოლო.
ეს პროდუქტი წარმოებულია მაღალი ხარისხის ნაწილებისგან და მასალებისგან
და შეიძლება იყოს გამოყენებული ხელმეორედ და ექვემდებარება
გადამუშავებას. არ განათავსოთ გადასაგდები პროდუქტი საყოფაცხოვრებო
ან სხვა ნაგავთან. წაიღეთ ის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების
შეგროვების ცენტრში გადამუშავებისთვის. ასეთი შეგროვების ცენტრების შესახებ
ინფორმაცია გაიგეთ ხელისუფლების ორგანოებისგან.
მავნე ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის (RoHS) დირექტივასთან შესაბამისობა:
პროდუქტი, რომელიც თქვენ შეიძინეთ შეესაბამება მავნე ნივთიერებების გამოყენების
შეზღუდვის (RoHS) დირექტივას (2011/65/EU). ის არ შეიცავს მავნე და აკრძალულ მასალებს,
რომლებიც მითითებულია დირექტივაში.
2.2 ინფორმაცია შესაფუთი მასალების შესახებ
მანქანის შესაფუთი მასალები დამზადებულია ხელახლა დამუშავებადი მასალის
განგარემოს ეროვნული დებულებების შესაბამისად. არ გადაყაროთ შესაფუთი მასალები
ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ან სხვა ნაგავთან ერთად. წაიღეთ შესაფუთი მასალები
სპეციალურ ადგილას, რომელიც მოწყობილია ხელისუფლების ორგანოების მიერ.
3
დაგეგმილი გამოყენება
• ეს პროდუქტი შექმნილია საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის. ის არ არის
შექმნილი კომერციული გამოყენებისთვის და მისი გამოყენება უნდა მოხდეს
მხოლოდ დაგეგმილი მიზნებისთვის.
• პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ისეთი სარეცხის რეცხვისა და
გავლებისთვის, რომელთაც შესაბამისი ნიშანი აქვთ.
• მწარმოებელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას, რომელიც არასწორი
მოხმარებისა ან ტრანსპორტირების შედეგად წარმოიშობა.
• სასარგებლო მომსახურების ვადა შეადგენს 10 წელს. ამ პერიოდის
განმავლობაში, ორიგინალური სათადარიგო ნაწილები სავარაუდოდ
იმუშავებს გამართულად.