![Beko WTV8633XB User Manual Download Page 2](http://html.mh-extra.com/html/beko/wtv8633xb/wtv8633xb_user-manual_31438002.webp)
2 / KA
სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
1
ზოგადი უსაფრთხოების ინსტრუქციები
ეს განყოფილება მოიცავს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც
დაგეხმარებათ დაზიანებების და მატერიალური ზიანის რისკის
თავიდან აცილებაში. ყველა სახის გარანტია ჩაითვლება ბათილად,
თუ მოცემული ინსტრუქცია არ იქნება დაცული.
1.1 სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოება
u
არ მოათავსოთ პროდუქტი ხალიჩით დაფარულ იატაკზე. მანქანის
ქვეშ ჰაერის ნაკადის ნაკლებობა ელექტრონაწილების გადახურებას
გამოიწვევს. ეს თქვენს პროდუქტს პრობლემებს შეუქმნის.
u
თუ არ იყენებთ მანქანას, ქსელიდან გამორთეთ.
u
მონტაჟისა და შეკეთების პროცედურები ყოველთვის
ლეგალიზებული
მომსახურების
აგენტის
მიერ
უნდა
განხორციელდეს. მწარმოებელი არ იქნება პასუხისმგებელი
არალეგალიზებული პირის მიერ შესრულებული პროცედურების
გამო წარმოქმნილ დაზიანებებზე.
u
წყლის მიწოდებისა და დრენაჟის შლანგები საიმედოდ უნდა
იყოს მიმაგრებული და დაუზიანებლად დარჩეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს წყლის გაჟონვა.
u
სანამ მანქანაში წყალი ისევ არის, არ გააღოთ ჩასატვირთი კარი და
არ მოხსნათ ფილტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ცხელი
წყლის გამოდინებისა და მისგან მიღებული დაზიანების რისკი.
u
დაკეტილ ჩასატვირთ კარს ძალით ნუ გააღებთ. კარის გახსნა
შეიძლება სარეცხი ციკლის მთავრდების შემდეგ რამდენიმე წუთში.
ჩასატვირთი კარის ძალით გაღების შემთხვევაში, შესაძლოა კარი
და საკეტი მექანიზმი დაზიანდეს.
u
გამოიყენეთ მხოლოდ ავტომატური სარეცხი მანქანისთვის
შესაფერისი სარეცხი საშუალებები, დამარბილებლები და
დანამატები.
u
ყოველთვის ისარგებლეთ ქსოვილის იარლიყებსა და სარეცხი
საშუალების შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით.
ეს პროდუქტი დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა პირობებში.