სარეცხი მანქანა / მომხმარებლის სახელმძღვანელო
25 / KA
დასრულების დროის რეგულირება
თუ გსურთ, გააუქმოთ დასრულების დროის ფუნქცია, დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს
პროდუქტის ჩართვისთვის ან გამორთვისთვის.
C
არ გამოიყენოთ თხევადი სარეცხი საშუალებები დასრულების დროის რეჟიმის გააქტიურებისას! არსებობს
ტანსაცმლის დალაქავების რისკი.
C
თქვენ უნდა დააჭიროთ დაწყება/პაუზას და დაელოდოთ კარის გაღებას სარეცხის დამატებისთვის
დასრულების დროის უკუ ათვლის მიმდინარეობისას. დააჭირეთ დაწყება/პაუზას კვლავ სარეცხის
დამატების შემდეგ უკუათვის დასრულებისთვის. ათვლის დასრულებისას, დასრულების დროის სიმბოლო
გამოირთვება, დაიწყება რეცხვის ციკლი და ეკრანზე არჩეული პროგრამის დრო გამოჩნდება.
როცა დასრულების დრო არჩეულია, დრო რომელიც გამოჩნდება ეკრანზე იქნება საბოლოო დრო, არჩეული
პროგრამის მიმდინარეობის ჩათვლით.
4.3.9 პროგრამის დაწყება
1. პროგრამის დასაწყებად დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს.
2. აინთება პროგრამის შემდეგი შეტყობინების ნათურა, რომელიც პროგრამის დაწყებაზე
მიუთითებს.
C
თუ არც ერთ პროგრამას არ გაუშვებთ ან არც ერთ კლავიშს არ დააჭერთ, პროგრამის არჩევის პროცესის
განმავლობაში, 10 წუთის ფარგლებში, მანქანა ავტომატურად გამოირთვება. ეკრანი და ყველა ნათურა
გამოირთვება.
თუ თქვენ დააჭერთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს, გამოჩნდება ნაგულისხმები პროგრამული ინფორმაცია.
4.3.10 ჩასატვირთი კარის საკეტი
მანქანის ჩასატვირთ კარს აქვს ჩაკეტვის სისტემა, რაც ხელს უშლის კარის გაღებას, იმ
შემთხვევებში, როცა წყლის დონე შეუსაბამოა.
როცა ჩასატვირთი კარი დაიკეტება, ეკრანზე დაკეტილი კარის სიმბოლო ჩაირთვება.
4.3.11 არჩევის შეცვლა, პროგრამის დაწყების შემდეგ
პროგრამის გაშვების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შემდეგი ცვლილებების შეტანა.
მანქანის გადართვა პაუზის რეჟიმში
მანქანის პაუზის რეჟიმში გადასართველად, დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს, როცა
პროგრამა ჩართულია. საფეხურის ნათურა, რომელზეც მანქანა იმყოფება, იწყებს ნათებას,
პროგრამის შემდგომ ინდიკატორში, იმის საჩვენებლად, რომ მანქანა გადართულია პაუზის
რეჟიმში. გარდა ამისა, ჩასატვირთი კარის ნათურა ციმციმებს, სანამ ჩასატვირთი კარი გასაღებად
ემზადება. როცა ჩასატვირთი კარი გასაღებად მზად არის, ჩასატვირთი კარის ნათურა ითიშება,
ხოლო პროგრამის საფეხურის ნათურა აგრძელებს ციმციმს.
დამატებითი ფუნქციების, სიჩქარისა და ტემპერატურის შეცვლა
საფეხურის თანახმად, რომელზეც პროგრამა იმყოფება, შეგძლიათ გააუქმოთ ან აირჩიეთ
დამატებითი ფუნქციები. იხილეთ "დამატებითი ფუნქციის არჩევა".
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ტემპერატურის და ციკლის რეგულირება. იხილეთ
"ტემპერატურის არჩევა" და "ბრუნვის სიჩქარის არჩევა".
C
თუ ცვლილება ნებადართული არ არის, შესაბამისი ნათურა 3-ჯერ გაანათებს.
სარეცხის დამატება ან გამოღება
1. მანქანის პაუზის რეჟიმში გადასართველად, დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს. აინთება
პროგრამის შესაბამისი საფეხურის შემდგომი შესრულების შუქი, რომლის განმავლობაშიც
მანქანა პაუზის რეჟიმში გადაიყვანეს.
2. დაელოდეთ, სანამ ჩასატვირთი კარის გაღება შესაძლებელი გახდება.
3. გააღეთ ჩასატვირთი კარი და დაამატეთ ან გამოიღეთ სარეცხი.
4. დაკეტეთ ჩასატვირთი კარი.
5. შეცვალეთ დამატებითი ფუნქციები, ტემპერატურისა და სიჩქარის პარამეტრები, საჭიროების
შემთხვევაში.
6. დააჭირეთ დაწყების/პაუზის ღილაკს პროდუქტის მართვისთვის.