46
გილოცავთ „არისტონ ტერმო ჯგუფის“ მიერ წარმოებული ელექტროწყალგამაცხელებლის შეძენას. მოცემული
აღჭურვილობა შემუშავებულია ხარისხის ევროპული სტანდარტების შესაბამისად და აკმაყოფილებს
განცხადებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. წყლის გამაცხელებელი მარტივია მოსახმარებლად, გააჩნია მაღალი
სამომხმარებლო თვისებები და ხანგრძლივი გამოყენება.
ვიმედოვნებთ, რომ კმაყოფილი დარჩებით მისი მუშაობით. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ
ინსტრუქციას, რათა მოახდინოთ წყლის გამაცხელებლის სწორი მონტაჟი და გამოყენება.
1. ზოგადი ცნობები
1.1.
მიწოდების კომპლექტი და დანიშნულება
1.1.1.
წყლის გამაცხელებელი
1.1.2.
დამცავი სარქველი
1.1.3.
საკიდი
1.1.4.
დამონტაჟებისა და გამოყენების ინსტრუქცია
1.1.5.
საგარანტიო ბარათი
1.1.6. ქარხნული შეფუთვა
მოცემული მოწყობილობა განკუთვნილია შენობების შიგნით, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო სათავსოებში
დასამონტაჟებლად და განკუთვნილია წყლის გასაცხელებლად დუღილის წერტილზე ქვემოთ, ცხელი წყლის (არ
არის განკუთვნილი დასალევად) მიწოდების შესაძლებლობით წყლის ხარჯვის რამდენიმე წერტილში (აბაზანა,
სამზარეულო, საჭირო ოთახი) და ავტომატურ რეჟიმში მოცემული ტემპერატურის შემდგომი შენარჩუნებისათვის.
წყლის გათბობის დრო დამოკიდებულია წყალგამაცხელებლის მოცულობასა და სათბობი ელემენტის
სიმძლავრეზე.
1.2.
ძირითადი ელემენტები
1.2.1.
შიდა ავზი
1.2.2.
პენოპოლიურეტანის თბოიზოლაცია, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს მინიმალურ დანაკარგს
1.2.3.
სათბობი ელემენტი
1.2.4.
ტემპერატურის რეგულატორი, რომელიც იძლევა საშუალებას ავირჩიოთ სასურველი ტემპერატურა
წყლის გასათბობად.
1.2.5.
თერმოსტატი, რომელიც აკონტროლებს წყლის გაცხელების ტემპერატურას წყლის გამაცხელებლის შიგნით.
1.2.6. დამცავი სარქველი, რომელიც წყლის გამაცხელებელში ცივი წყლის შესავალზე მონტაჟდება და
ცივი წყალმომარაგების მაგისტრალში წყლის არარსებობის დროს, წყლის გამაცხელებლიდან წყლის უკან
დაბრუნების თავიდან აცილებისა და ჭარბი წნევისაგან შიდა ავზის დაცვის ფუნქციას ასრულებს.
1.2.7.
მაგნეზიუმის ანოდი, რომელიც უზრუნველყოფს შიდა ავზის დამატებით დაცვას კოროზიისაგან.
ტექნიკური მახასიათებლები
მოცემული მოწყობილობა შეესაბამება შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს:
- Electrical safety standards IEC 60335-1 and IEC 60335-2-21.
- EMC Electro-Magnetic Compatibility: EN 55014-1, EN 55014-2, EN 61000-3-2, EN 61000-3-3.
მოცემული მოწყობილობა შეესაბამება საბაჟო გაერთიანების ტექნიკური რეგლამენტის შემდეგ მოთხოვნებს:
- ТР ТС 004/2011 «დაბალვოლტიანი მოწყობილობის უსაფრთხოების შესახებ».
- ТР ТС 020/2011 «ტექნიკურ საშუალებათა ელექტრომაგნიტური თავსებადობა».
2. მონტაჟი
ყურადღება! წყლის გამაცხელებლის მონტაჟი და რეგულირება უნდა განხორციელდეს კვალიფიციური
სპეციალისტის მიერ მოქმედი წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, ასევე ამ
სახელმძღვანელოში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
2.1. წყლის გამაცხელებლის კედელზე დამონტაჟება
2.1.1.
წყალგამაცხელებლის დამონტაჟება ხდება კაპიტალურ კედელზე, სამაგრის მეშვეობით.
რეკომენდირებულია სამაგრების გამოყენება (რომლებიც არ შედის მიწოდების კომპლექტში) არანაკლებ 12 მმ
დიამეტრით. შერჩეული მოდელის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ 2 ან 4 სამაგრი.
2.1.2. მომზადებულმა სამაგრმა უნდა გაუძლოს წყლით შევსებული წყლის გამაცხელებლის სამმაგ წონას.
2.1.3.
სითბოს დაკარგვის შესამცირებლად მოწყობილობა უნდა დაყენდეს მინიმალურ მანძილზე წყლის
გამანაწილებელი კვანძიდან (A ნახ.1).
2.1.4.
ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად აუცილებელია მოწყობილობის ქვეშ არანაკლებს 50 სმ
თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფა, ჭერიდან კი - 10 სმ.
2.1.5.
კედელზე კაკვების დამონტაჟებამ უნდა გამორიცხოს მათზე წყლის გამაცხელებლის კრონშტეინის
თვითნებური გადაადგილება. დამონტაჟების შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ დამაგრების საიმედოობა.
2.1.6. მომხმარებელთა ან (და) მესამე პირების ქონებრივი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ცხელი
წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, აუცილებელია წყალგამაცხელებლის მონტაჟის
განხორციელება სათავსოებში, რომლებსაც გააჩნიათ იატაკების ჰიდროიზოლაცია და სადრენაჟო
საკანალიზაციო სისტემა, და არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება წყალგამაცხელებლის ქვეშ საგნების
განთავსება, რომლებიც ექვემდებარებიან წყლის ზემოქმედებას.
2.1.7.
დაუცველ ნაგებობებში წყალგამაცხელებლის განთავსებისას აუცილებელია მის ქვეშ დამცავი დრენაჟის
დაყენება, რომელიც მიმართული იქნება კანალიზაციაში.
სამოდელო რიგი
30
SLIM
40
SLIM
50
SLIM
65
SLIM
80
SLIM
50
80
100
120
150
წონა
(კგ)
მინანქარი
12
14
17
19
21
15
19
23
28
32
უჟანგავი
ფოლადი
9
11
12
14
16
12
15
17
20
25
GE
46
GE
Summary of Contents for 3700511
Page 62: ...5 2 1 2 4 3 5 2 1 2 4 3 62 62 ...
Page 63: ...5 63 ...
Page 64: ...420010944803 12 2021 ...