811
ქართული ენა
დახმარება სასმელის პარამეტრებთან დაკავშირებით
სასმელის კონკრეტული პარამეტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ხანგრძლივად
დააჭირეთ რეგულირებად ზოლს 3 წამის განმავლობაში.
რძიანი სასმელების ხარშვა
რძიანი სასმელების მოსახარშად, უნდა გაიაროთ რამდენიმე მარტივი საფეხური.
1
აავსეთ წყლის რეზერვუარი ონკანის წყლით, ხოლო მარცვლეულის დოზატორი მარცვლებით.
მინიშნება: როდესაც რძის დრეკადი მილი შეერთებულია კაპუჩინატორთან, გააცურეთ
გამანაწილებელი მილი ზევით წყლის რეზერვუართან მარტივი წვდომისთვის.
2
მოხსენით რძის რეზერვუარის თავსახური და გაავსეთ რძის რეზერვუარი რძით.
ყოველთვის გამოიყენეთ პირდაპირ მაცივრიდან გამოღებული რძე ოპტიმალური
შედეგებისთვის.
3
შეაერთეთ რძის დრეკადი მილი კაპუჩინატორთან.
4
მოათავსეთ რძის ლითონის მილი რეზერვუარში.
5
შეეხეთ სასმელების ხატულას, გადააცოცეთ და აირჩიეთ რძიანი სასმელის ღილაკი თქვენი
სურვილის მიხედვით.
6
შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი უპირატესობების პარამეტრები რეგულირებად ზოლებზე
ხელის გასმით ზევით და ქვევით.
7
ნებისმიერ დროს დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს არჩეული სასმელის ხარშვის
დასაწყებად.
-
კონკრეტული სასმელების შემთხვევაში, აპარატი თავდაპირველად ანაწილებს რძეს და
შემდეგ ყავას. რიგი სხვა სასმელების შემთხვევაში, ეს პროცესი განსხვავებულია, აპარატი
თავდაპირველად ანაწილებს ყავას და შემდეგ რძეს.
-
რძის განაწილების შესაჩერებლად, სანამ აპარატი გაანაწილებს წინასწარ განსაზღვრულ
რაოდენობას, დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს (მხოლოდ SM8780, SM8782, SM8785)
ან დააჭირეთ გაჩერების ღილაკს (მხოლოდ SM8885, SM8889).
-
მთლიანად სასმელის განაწილების შესაჩერებლად (რძე და ყავა), სანამ აპარატი
დაასრულებს პროცესს, დიდხანს დააჭირეთ დაწყება/გაჩერების ღილაკს (მხოლოდ SM8780,
SM8782, SM8785) ან დააჭირეთ გაჩერების ღილაკს (მხოლოდ SM8885, SM8889).
Содержание Xelsis DELUXE SM8780
Страница 1: ......
Страница 784: ...782 Қазақша Пластик бума материалдарында LDPE бар басқаша көрсетілмеген жағдайда ...
Страница 833: ...FillpageForRTL ...
Страница 853: ...inside back page ...
Страница 854: ......
Страница 855: ......
Страница 856: ...Page appears only if there are more than 24 figures ...
Страница 857: ......