151
•
საფრთხეები
:
საფრთხის
შემცველ
გარემოში
ამ
მოწყობილობის
გამოყენება
დამატებით
სიფრთხილეს
მოითხოვს
,
რათა
თავიდან
ავიცილოთ
ადამიანის
ან
მოწყობილობის
დაზიანება
.
საფრთხებეი
მოიცავს
შემდეგს
(
მაგრამ
არ
შემოიფარგლება
):
მაღალი
ტემპერატურა
,
მწვავე
ქიმიური
ნივთიერებები
,
კოროზიული
გარემო
,
მაღალი
ძაბვის
ხაზები
,
ასაფეთქებლები
ან
ტოქსიკური
აირები
,
მოძრავი
მანქანა
-
დანადგარები
ან
თქვენს
თავზე
არსებული
მასალა
,
რომელიც
შეიძლება
ჩამოვარდეს
და
მომხმარებელს
ან
ვარდნის
შეკავების
სისტემას
დაეცეს
.
მოერიდეთ
ისეთ
ადგილში
მუშობას
,
სადაც
საჭიმარი
შეიძლება
გადაიკვეთოს
ან
გაებლანდოს
მეორე
მუშის
საჭიმართან
.
მოერიდეთ
ისეთ
ადგილებში
მუშაობას
,
სადაც
საგანი
შეიძლება
დაეცეს
საჭიმარს
,
რაც
გამოიწვევს
საჭიმრის
წონასწორობის
დაკარგვის
ან
დაზიანების
რისკს
.
არ
გაატაროთ
საჭიმარი
ხელების ქვეშ ან ფეხებს შორის
.
2.0
გამოყენება
2.1
ვარდნისგან
დაცვის
და
სამაშველო
გეგმა
:
დამქირავებელს
შემუშავებული
უნდა
ჰქონდეს
ვარდნისგან
დაცვის
და
სამაშვეო
გეგმა
.
დამქირავებლის
გეგმაში
მითითებული
უნდა
იყოს
დამსაქმებლის
ვარდნისგან
დაცვის
პროგრამის
მითითებები
და
მოთხოვნები
,
მათ
შორის
,
დებულებები
,
მოვალეობები
და
ტრენინგი
;
ვარდნისგან
დაცვის
პროცედურები
;
ვარდნის
საფრთხეების
თავიდან
აცილება
და
კონტროლი
;
სამაშველო
პროცედურები
;
ინციდენტების
გამოძიება
და
პროგრამის
ეფექტურობის
შეფასება
.
2.2
ინსპექტირების
სიხშირე
:
მუშამ
საჭიმრები
უნდა
შეამოწმოს
1
ყოველი
გამოყენების
წინ
.
ამასთანავე
,
ინსპექტირებები
უნდა
ჩაატაროს
სხვა
კომპეტენტურმა
პირმა
2
,
რომელიც
არ
არის
მომხმარებელი
.
უკიდურეს
სამუშაო
პირობებში
(
მკაცრი
გარემო
,
ხანგრძლივი
გამოყენება
და
ა
.
შ
.)
შეიძლება
უფრო
ხშირად
იყოს
საჭირო
კომპეტენტური
პირის
მიერ
ინსპექტირება
.
კომპეტენტურმა
პირმა
უნდა
განსაზღვროს
ინსპექტირების
სათანადო
ინტერვალები
.
ინსპექტირების
პროცედურები
აღწერილია
„
შემოწმებისა
და
ტექმომსახურების
ჟურნალში
“
(
ცხრილი
2
).
კომპეტენტური
პირის
მიერ
შემოწმების
შედეგები
უნდა
აისახოს
„
შემოწმებისა
და
ტექმომსახურების
ჟურნალში
“
ან
ჩაიწეროს
რადიო
სიხშირის
იდენტიფიკაციის
(RFID)
სისტემის
საშუალებით
.
2.3
სხეულის
საყრდენი
:
საჭიმართან
ერთად
გამოყენებული
უნდა
იყოს
მთელი
სხეულის
დამცავი
ღვედი
.
ღვედის
მაერთებელი
უნდა
იყოს
განლაგებული
მომხმარებლის
სიმძიმის
ცენტრის
თავზე
.
საჭიმართან
ერთად
დაუშვებელია
სამონტაჟე
(
მცველი
)
სარტყლის
გამოყენება
.
თუ
სამონტაჟე
(
მცველი
)
სარტყლის
გამოყენების
დროს
მოხდება
ვარდნა
,
ამან
შეიძება
გამოიწვიოს
მოულოდნელი
გამოთავისუფლება
ან
ფიზიკური
ტრავმა
სხეულის
არასწორი
დაყრდნობის
გამო
.
2.4
კომპონენტების
თავსებადობა
:
თუ
ეს
სხვაგვარად
მითითებული
არაა
, 3M-
ის
აღჭურვილობა
გათვლილია
მხოლოდ
3M-
ის
მიერ
დამტკიცებულ
კომპონენტებსა
და
ქვესისტემებში
გამოსაყენებლად
.
ისეთი
კომპონენტების
ან
ქვესისტემების
გამოყენებამ
ან
შენაცვლებამ
,
რომლებიც
დამტკიცებული
არ
არის
,
შეიძლება
შეუთავსებლობის
რისკი
გამოიწვიოს
და
უარყოფითად
იმოქმედოს
მთლიანი
სისტემის
საიმედოობასა
და
უსაფრთხოებაზე
.
2.5
მაერთებლების
თავსებადობა
:
მაერთებლები
შესაერთებელ
ელემენტებთან
თავსებადად
მიიჩნევიან
მაშინ
,
როცა
ისინი
ერთად
სამუშაოდ
არის
შექმნილი
და
მათი
ზომა
და
ფორმა
ჩამკეტ
მექანიზმს
უცებ
არ
გახსნის
მიუხედავად
იმისა
,
თუ
ისინი
როგორ
ორიენტაციას
მიიღებენ
.
თავსებადობის
შესახებ
თუ
რაიმე
შეკითხვა
გაგიჩნდებათ
,
დაუკავშირდით
3M-
ს
.
მაერთებლებს
(
კაუჭები
,
კარაბინები
და
D-
რგოლები
)
უნდა
შეეძლოთ
,
გაუძლონ
მინიმუმ
22
კნ
-
ს
(5000
გირვანქა
/2267
კგ
).
მაერთებლები
უნდა
იყოს
თავსებადი
ანკირების
წერტილებთან
ან
სისტემის
სხვა
კომპონენტებთან
.
ნუ
გამოიყენებთ
არათავსებად
აღჭურვილობას
.
არათავსებადი
მაერთებლები
შეიძლება
მოულოდნელად
გაიხსნას
(
იხილეთ
სურათი
6).
მაერთებლები
თავსებადი
უნდა
იყოს
ზომით
,
ფორმითა
და
გამძლეობით
.
საჭიროა
თვითჩამკეტი
სასხლეტი
კაუჭები
ან
კარაბინები
.
თუ
მაერთებელი
ელემენტი
,
რომელზეც
სასხლეტიანი
კაუჭი
ან
კარაბინი
მაგრდება
,
უფრო
პატარა
ზომისაა
ან
სხვა
ფორმისაა
,
როგორც
კი
მას
ძალა
დაადგება
,
კაუჭის
ან
კარაბინის
რაზა
შეიძლება
გაიხსნას
(A).
ძალის
მოხვედრისას
თუ
რაზა
გაიხსნება
(B),
სასხლეტიანი
კაუჭი
ან
კარაბინი
მიმაგრების
წერტილიდან
მოძვრება
(C).
2.6
მიერთება
:
სასხლეტიანი
კაუჭები
ან
კარაბინები
,
რომლებსაც
ამ
მოწყობილობასთან
გამოიყენებთ
,
თვითჩამკეტი
უნდა
იყოს
.
საგულდაგულოდ
შეამოწმეთ
,
რომ
ყველა
მაერთებლის
ზომა
,
ფორმა
და
გამძლეობა
მოწყობილობასთან
თავსებადი
იყოს
.
ნუ
გამოიყენებთ
არათავსებად
მოწყობილობას
.
შეამოწმეთ
,
რომ
ყველა
მაერთებელი
ბოლომდე
ჩაკეტილი
ან
ჩამჯდარი
იყოს
. 3M-
ის
მაერთებლები
(
სასხლეტი
კაუჭები
და
კარაბინები
)
უნდა
გამოვიყენოთ
,
როგორც
მომხმარებლის
შესაბამის
ინსტრუქციებშია
მითითებული
.
მე
-7
სურათზე
იხილეთ
არასწორი
მიერთებების
მაგალითები
.
ნუ
მიუერთებთ
სასხლეტიან
კაუჭებს
და
კარაბინებს
:
A. D-
რგოლზე
,
რომელზეც
სხვა
შემაერთებელია
მიერთებული
.
B.
ისე
,
რომ
რაზა
მოხვდეს
დატვირთვის
ქვეშ
.
დიდყელიანი
სასხლეტიანი
კაუჭები
არ
უნდა
შევუერთოთ
სტანდარტული
ზომის
D-
რგოლებს
ან
მსგავს
საგნებს
,
რის
გამოც
რაზა
აღმოჩნდება
დატვირთვის
ქვეშ
თუ
სასხლეტიანი
კაუჭი
ან
D-
რგოლი
გადაიგრიხება
ან
მოტრიალდება
,
გარდა
იმ
შემთხვევისა
,
თუ
სასხლეტიანი
კაუჭი
აღჭურვილია
16
კნ
(3600
გირვანქა
/612
კგ
)
რაზით
.
C.
ცრუ
მიერთების
შემთხვევაში
,
როდესაც
მაერთებლების
ზომა
და
ფორმა
არ
არის
თავსებადი
და
ვიზუალური
დადასტურების
გარეშე
,
ისეთი
შთაბეჭდილება
რჩება
,
თითქოს
მაერთებლები
სრულად
მიერთებულია
.
D.
ერთმანეთზე
.
E.
პირდაპირ
ქსოვილის
თასმაზე
ან
თოკის
საჭიმარზე
,
ან
ანკერულ
საჭიმარზე
(
გარდა
იმ
შემთხვევებისა
,
როცა
დამამზადებლის
ინსტრუქციების
თანახმად
,
როგორც
საჭიმარზე
,
ასევე
მაერთებელზე
დაიშვება
ასეთი
გადაბმა
).
F.
ნებისმიერ
საგანს
,
რომლის
ზომა
და
ფორმა
ისეთია
,
რომ
სასხლეტიანი
კაუჭი
ან
კარაბინი
არ
ჩაიკეტება
ან
გამოძვრება
.
G.
ისე
,
რომ
დატვირთვის
დროს
მაერთებელი
ვერ
აღმოჩნდეს
სწორ
პოზიციაში
.
1
მუშა
:
ნებისმიერ
პირი
,
რომელსაც
იცავს
ვარდნისგან
დაცვის
აქტიური
სისტემა
;
ან
,
ვარდნის
შეკავების
სისტემის
შემთხვევაში
,
ნებისმიერი
პირი
,
რომელიც
შეიძლება
ჩამოვარდეს
სისტემაზე
მიმაგრების
პერიოდში
.
2
კომპეტენტური
პირი
:
დამქირავებლის
მიერ
დანიშნული
ინდივიდუალური
პირი
,
რომელიც
პასუხისმგებელია
დამქირავებლის
მიერ
მართვადი
ვარდნისგან
დაცვის
სისტემის
უშუალო
ზედამხედველობაზე
,
დანერგვაზე
და
მონიტორინგზე
,
რომელსაც
მისი
მომზადების
და
ცოდნის
მეშვეობით
,
შეუძლია
ყველა
არსებული
ან
პოტენციური
საფრთხის
იდენტიფიკაცია
,
შეფასება
და
მოქმედებების
შესრულება
და
რომელსაც
გააჩნია
დამქირავებლის
ნებართვა
მოცემულ
საფრთხეებთან
დაკავშირებით
სასრაფო
გამოსასწორებელი
ზომების
მისაღებად
.