
10
გარანტია
ამ პროდუქტზე ვრცელდება Motorola-ს შეზღუდული გარანტია. თქვენს ტელეფონში
გარანტიის სანახავად გახსენით
Settings
>
Legal information
>
Warranty
ან
ეწვიეთ გვერდს
www.motorola.com/device-legal
. აგრეთვე, შეგიძლიათ მიიღოთ
გარანტიის ასლი Motorola-სთან დაკავშირებით, მისამართზე: Motorola Mobility LLC,
Attention Customer Service--Warranty Request, 222 West Merchandise Mart Plaza,
Suite 1800, Chicago, IL 60654.
არბიტრაჟი და უარის განცხადება
ნებისმიერი კონფლიქტი ან სარჩელი, წარმოშობილი Motorola-ს პროდუქტის
შედეგად ან მასთან დაკავშირებით, დაექვემდებარება სავალდებულო არბიტრაჟს
და არა სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ განაცხადებთ უარს. უარის
განსაცხადებლად გააგზავნეთ უარის თქმის წერილობითი უწყება შეძენიდან 30 დღის
განმავლობაში, რომელიც უნდა შეიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს,
ტელეფონის ნომერს, მოწყობილობის ნომერსა და მოწყობილობის სერიულ ნომერს
და რომელიც განუცხადებს Motorola-ს, რომ თქვენ უარს აცხადებთ ამ საარბიტრაჟო
შეთანხმებაზე, მისამართზე: Motorola Mobility LLC, 222 West Merchandise Mart Plaza,
Suite 1800, Attn: Arbitration Provision Opt-Out, Chicago, IL 60654 ან ელფოსტის
მისამართზე [email protected]. აღნიშნული საარბიტრაჟო დებულების
შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ტელეფონში გახსენით:
Settings
>
Legal
information
>
Arbitration and Opt-out
ან ეწვიეთ გვერდს
www.motorola.com/device-legal
.
პასუხისმგებლობაზე უარის თქმა
ზოგიერთი ფუნქცია, სერვისი ან აპლიკაცია დამოკიდებულია ქსელზე და,
შესაძლოა, ყველა ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი არ იყოს; შეიძლება ამოქმედდეს
დამატებითი წესები, პირობები და/ან მოგიწიოთ დამატებითი საფასურის გადახდა.
დეტალებისთვის დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს. ყველა ფუნქცია,
ფუნქციონალობა და პროდუქტის სხვა სპეციფიკაციები, ისევე როგორც ამ
სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, ეყრდნობა უახლეს ხელმისაწვდომ
ინფორმაციას და დაბეჭდვის მომენტისათვის ზუსტ ინფორმაციად ითვლება. Motorola
იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან მოდიფიკაცია მოახდინოს ნებისმიერ ინფორმაციასა
თუ სპეციფიკაციაში შეტყობინების ან ვალდებულების გარეშე.
საავტორო უფლებები და სასაქონლო
ნიშნები
MOTOROLA, სტილიზებული M ლოგო, MOTO და MOTO ოჯახის ნიშნები არის
Motorola Trademark Holdings, LLC-ის სასაქონლო ნიშნები ან რეგისტრირებული
სასაქონლო ნიშნები. LENOVO არის Lenovo-ს სავაჭრო ნიშანი. Google, Android,
Google Play და სხვა ნიშნები არის Google Inc.-ის სასაქონლო ნიშნები microSD
ლოგო არის SD-3C, LLC-ის სასაქონლო ნიშანი. ყველა სხვა პროდუქტის ან
მომსახურების სახელი შესაბამისი მფლობელების საკუთრებას წარმოადგენს.
© 2017 Motorola Mobility LLC. ყველა უფლება დაცულია.
პროდუქტის ID: Moto G
5S
Plus (მოდელი XT1805)
სახელმძღვანელოს ნომერი: 711608014781-A
Motorola Mobility LLC
222 W. Merchandise Mart Plaza
Chicago, IL 60654
www.motorola.com
Moto G5S PLUS_GSG_Russia Country Group_en-GB ru kk uk ro ka az_711608014781A.indb 10
2017-05-17 16:49:37