KA
HiPro
უსაფრთხოების ინსტრუქციები
395
• ამ მინიბარის შეკეთება უნდა შესრულდეს მხოლოდ
კვალიფიცირებული პერსონალის მიერ. არაადეკვატურმა
შეკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საფრთხე.
• მინიბარის განლაგებისას დარწმუნდით, რომ
ელექტროკვების კაბელი არ არის გაჭედილი ან
დაზიანებული.
• ნუ განალაგებთ ბევრ პორტატიულ საშტეფსელო როზეტს
ან პორტატიულ ელექტროკვების წყაროს მოწყობილობის
უკან.
• ჩართეთ მოწყობილობა როზეტებში, რომლებიც
უზრუნველყოფს სათანადო შეერთებას, განსაკუთრებით,
როცა საჭიროა მოწყობილობის დამიწება.
აფეთქების საფრთხე
• ნუ შეინახავთ მინიბარში ფეთქებად ნივთიერებებს,
როგორიცაა პროპელენტების შემცველი
პულვერიზატორები.
ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
• ამ მინიბარის გამოყენება შეუძლიათ 8 წლის და მეტი
ასაკის ბავშვებს, ასევე შეზღუდული ფიზიკური,
სენსორული ან მენტალური შესაძლებლობების, ან
არასაკმარისი გამოცდილების თუ ცოდნის მქონე პირებს,
თუ ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ ან თუ
ჩაუტარდათ მინიბარის უსაფრთხოდ გამოყენების
ინსტრუქტაჟი და გააზრებული აქვთ არსებული რისკები.
• დაუშვებელია ბავშვების თამაში მინიბარით.
• დაუშვებელია ბავშვის მიერ მოწყობილობის გაწმენდა და
მოვლის სამუშაოების ჩატარება მეთვალყურეობის გარეშე.
• 3-8 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მინიბარიში
ნივთების ჩალაგება-ამოლაგება.
• მინიბარის არამდგრადი მდგომარეობით გამოწვეული
საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოწყობილობა უნდა
დაამაგროთ მონტაჟის ინსტრუქციის შესაბამისად.
• არასოდეს დაფაროთ მინიბარის კორპუსზე ან ჩაშენებულ
სტრუქტურაში არსებული სავენტილაციო ღიობები.
• ნუ გამოიყენებთ მექანიკურ მოწყობილობებს ან სხვა
საშუალებებს გალღობის პროცესის დასაჩქარებლად,
მწარმოებლის მიერ რეკომენდებული მოწყობილობების
გარდა.
DometicHiPro30-40_OPM_4445103227_EMEA25-ar_xxxx-xx-xx.book Page 395 Tuesday, September 13, 2022 1:58 PM