145
ძირის გაწმენდა
მოწყობილობის სათანადოდ მოვლისთვის გაწმინდეთ ის რეგულარულად.
1
გაწმინდეთ მოწყობილობა ნოტიო ქსოვილით.
2
ლაქების მარტივად და ეფექტურად მოსაშორებლად უთოს ძირი გააცხელეთ და შემდეგ ნოტიო
ქსოვილს გადაატარეთ (სურ. 25).
მინიშნება: რეგულარულად გაწმინდეთ ძირი, რათა უზრუნველყოთ გლუვი სრიალი.
შენახვა
1
გამორთეთ ორთქლის გენერატორი და გამოაერთეთ ის.
2
წყალი წყლის რეზერვუარიდან ნიჟარაში ჩაასხით (სურ. 26).
3
დაკეცეთ წყლის მიწოდების მილი. წყლის მიწოდების მილი დაახვიეთ, მოათავსეთ შესანახ
მოწყობილობაში და უსაფრთხოდ დაამაგრეთ ჩამჭიდით (სურ. 27).
4
დაახვიეთ ძირითადი კაბელი და Velcro-ს შესაკრავით შეკარით (სურ. 28).
5
ქვესადგამზე უთოს დასამაგრებლად დააჭირეთ ბლოკირების ფიქსატორის გაშვების ღილაკს
(სურ. 29).
6
ქვესადგამზე დამაგრებული მოწყობილობის გადატანა ცალი ხელით შეგიძლიათ უთოს
სახელურის გამოყენებით (სურ. 30).
პრობლემების აღმოფხვრა
ამ თავში შეჯამებულია ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რომლებსაც მოწყობილობის
გამოყენებისას შეიძლება შეხვდეთ. თუ პრობლემას ვერ აგვარებთ ქვემოთ მოცემული
ინფორმაციით, ეწვიეთ www.philips.com/support ხშირად დასმული კითხვებისთვის ან
დაუკავშირდით მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრს თქვენს ქვეყანაში.
პრობლემა
შესაძლო მიზეზი
გადაწყვეტა
უთო არ გამოსცემს
ორთქლს.
წყლის რეზერვუარში
საკმარისი ოდენობის
წყალი არაა.
შეავსეთ წყლის რეზერვუარი MIN
ნიშნულზე ზემოთ. დააჭირეთ და
არ აუშვათ ორთქლის გამომშვებს
სანამ ორთქლი არ გამოვა. ორთქლის
გამოსვლას 30 წამი შეიძლება დასჭირდეს.
თქვენ არ დააჭირეთ
ორთქლის გამომშვებს.
დააჭირეთ და არ აუშვათ ორთქლის
გამომშვებს სანამ ორთქლი არ გამოვა.
ნადებისგან გასუფთავების
პროცედურის
შესრულებამდე გამოშვების
ფუნქცია გამორთულია.
ორთქლის გამოშვების ფუნქციის
აღსადგენად შეასრულეთ ნადებისგან
გასუფთავების პროცედურა. (იხ. თავი
„გასუფთავება და მოვლა-შენახვა“)
დაუთოების სეანსის
დაწყებისას ორთქლის
გამომშვებისთვის
საკმარისად ხანგრძლივად
არ დაგიჭერიათ.
დააჭირეთ და არ აუშვათ ორთქლის
გამომშვებს სანამ ორთქლი არ გამოვა.
ორთქლის გამოსვლას 30 წამი შეიძლება
დასჭირდეს.
CALC CLEAN-ის ღილაკის
ინდიკატორი ციმციმებს
და მოწყობილობა
ხმოვან სიგნალს
გამოსცემს.
ეს არის შეხსენება
ნადებისგან გასუფთავების
შესახებ.
ნადებისგან გასუფთავების შესახებ
შეხსენების მიღების შემდეგ შეასრულეთ
ნადებისგან გასუფთავების პროცედურა
(იხ. თავი „გასუფთავება და მოვლა-
შენახვა“).
ქართული