144
ხმოვანი და შუქური შეხსენება ნადებისგან გასუფთავების შესახებ
1-3 თვიანი გამოყენების შემდეგ ციმციმს დაიწყებს ნადებისგან გასუფთავების ინდიკატორი
და მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს იმის მისათითებლად, რომ საჭიროა ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის შესრულება (სურ. 15).
ამას გარდა, არსებობს ორთქლის გენერატორის ნადების დაგროვებისგან დაცვის დამატებითი
მექანიზმი: ორთქლის მიწოდების ფუნქცია გამოირთვება, თუ ნადებისგან გასუფთავების
პროცედურას არ შეასრულებთ (სურ. 16). ნადებისგან გასუფთავების ოპერაციის შესრულების
შემდეგ, ორთქლის გამოშვების ფუნქცია აღდგება. ეს მოხდება მიუხედავად იმისა თუ რომელი ტიპის
წყალს იყენებთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების პროცესის შესრულება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,
მაშინაც კი თუ ხმოვანი და შუქური შეხსენება ჯერ არ გააქტიურებულა.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულება Calc-Clean-ის
კონტეინერის გამოყენებით
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურის ჩატარებისას მოწყობილობა არ
დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
გაფრთხილება: ნადებისგან გასუფთავების პროცედურა ყოველთვის შეასრულეთ Calc-Clean-
ის კონტეინერის გამოყენებით. არ შეწყვიტოთ პროცედურა Calc-Clean-ის კონტეინერიდან
მოწყობილობის აღებით, რადგან უთოს ძირიდან ცხელი წყალი და ორთქლი გამოვა.
1
ნახევრად შეავსეთ წყლის რეზერვუარი (სურ. 17).
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს დარწმუნდით რომ მოწყობილობა ჩართულია
შეერთებულია ელექტროქსელში.
2
Calc-Clean-ის კონტეინერი მოათავსეთ საუთოო დაფაზე ან სხვა თანაბარ, მყარ ზედაპირზე (სურ.
18).
3
უთო მყარად დადეთ Calc-Clean-ის კონტეინერზე (სურ. 19).
4
დააჭირეთ CALC-CLEAN-ის ღილაკს და არ აუშვათ 2 წამის განმავლობაში, სანამ მოკლე ხმოვან
სიგნალს არ გაიგონებთ (სურ. 20).
შენიშვნა: Calc-Clean-ის კონტეინერი შექმნილია ნადებისგან გასუფთავების პროცესში ცხელი
წყლისა და ნადების ნაწილაკების შეგროვებისთვის. ამ კონტეინერზე უთოს დატოვება სრულიად
უსაფრთხოა მთელი პროცესის განმავლობაში.
5
ნადებისგან გასუფთავების პროცესში მოკლე ხმოვან სიგნალებსა და ტუმბოს მუშაობის ხმას
გაიგონებთ (სურ. 21).
6
დაელოდეთ დაახლოებით 2 წუთი, სანამ მოწყობილობა პროცედურას არ დაასრულებს (სურ.
22). ნადებისგან გასუფთავების პროცედურის დასრულების შემდეგ, უთო შეწყვეტს ხმოვანი
სიგნალის გამოცემას, ხოლო CALC-CLEAN-ის ინდიკატორი წყვეტს ციმციმს.
7
უთო გაწმინდეთ ქსოვილის ნაჭრით და კვლავ დადეთ ქვესადგამზე (სურ. 23).
გაფრთხილება: უთო ცხელია.
8
ვინაიდან ნადებისგან გასუფთავების პროცესში Calc-Clean-ის კონტეინერი ცხელდება, დაიცადეთ
დაახლ. 5 წუთი მასთან შეხებამდე. ამის შემდეგ Calc-Clean-ის კონტეინერი მიიტანეთ ნიჟარასთან,
დაცალეთ და შეინახეთ სამომავლო გამოყენებისთვის (სურ. 24).
9
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, გაიმეოროთ ნაბიჯები 1-დან 8-ის ჩათვლით. ნადებისგან
გასუფთავების პროცედურის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ Calc-Clean-ის კონტეინერი
დაცალეთ.
შენიშვნა: ნადებისგან გასუფთავების დროს უთოს ძირიდან სუფთა წყალი შეიძლება გამოვიდეს,
თუ უთოს შიგნით ნადები არ დაგროვებულა. ეს ნორმალურია.
ნადებისგან გასუფთავების პროცედურის შესრულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად
იხილეთ ვიდეოები შემდეგ ბმულზე: http://www.philips.com/descaling-iron.
ქართული